დღის ახალი ამბები

"ზვიადაურო შემირცხვენია შენი სახელი,ლაჩარი ხარ შენ ზვიადაურო" - რა განცხადებას ავრცელებს კენჭოშვილის ახლობელი?

"ზვიადაურო შემირცხვენია შენი სახელი,ლაჩარი ხარ შენ ზვიადაურო" - რა განცხადებას ავრცელებს კენჭოშვილის ახლობელი?

გთავაზობთ განცხადებას, რომელსაც ნიკა კენჭოშვილის ახლობელი ავრცელებს:

"ზვიადაურო შემირცხვენია შენი სახელი, შენ ვაჟას ზვიადაური არა ხარ, ვერ უპატრონე კლდიაშვილის 5 კინკილა იმერელს. ლაჩარი ხარ შენ ზვიადაურო, რადგან თავისუფლების სანაცვლოდ  შენი ძმის სახელს ეფარები და გაიძახის ძმის მკვლელი მოვკალიო და ეს გმირობა გგონია. ლაჩარი ხარ რადგან თავისუფლების სანაცვლოდ, ჯერ არ დაბადებულ შვილს იყენებ. ლაჩარი ხარ რადგან სიმართლეს არ აღიარებ და მკვდარ ბიჭს გინდა ხელები შეაწმინდო. ლაჩარი ხარ, რადგან მოიტყუე ნიკუშაც მე მივიყვანე საავადმყოფოში და მერე ჩავბარდიო. ლაჩარი ხარ რადგან თავიდანვე, ნაცვლად იმისა, რომ სიტუაცია განგემუხტა, 5 კინკილა ბიჭი დათვის ტყავში გადაცმულმა ტურებმა მოიმწყვდიეთ. პირველებმა გაისროლეთ, ნიკუშა პირველად ფეხში დაჭერით, ორჯერ დანა ჩაარტყით, სცემეთ.  "მუშას" იარაღი რათ უნოდაო? დედამისმაც ეს კითხვა დაუსვა, შვილო იარაღი რად მიგაქვსო? (ნიკუშა ნადირობაზე გიჟდებოდა) დედი თავისუფალ დროს ვინადირებო, აქ ბევრი კარგი ადგილია და ლამაზი ბუნებაო. იმდენი ქენით,  ისე გაამწარეთ იარაღი ხელში ააღებინეთ და ადამიანების სიცოცხლე მოანადირებინეთ. შენ არა ზვიადაურო, ნიკუშაა გმირი, მარტო შეგრჩათ ხელებში, რათა თავის ბავშვობის მეგობრები, საკუთარი ბიძაშვილები დაეცვა.რა გინდოდათ, ყველა ერთად დაგეხოცათ და ცხვარივით თავი დაეხარა? არა, ზვიადაურო. 
შეიძლება ძალაუფლება გაქვს, ცარიელი სტატუსი, მედლები, მაგრამ უფლის წინაშე ყველა ერთნი ვართ, იქ აქაური დიდება ვერ დაგიცავს. ჩვენი ნიკუშას სახელსა და გვარს ტალახში არ ამოგასვრევინებთ. ნიკუშას მშობლებს არ აინტერესებს ციხეში იქნები თუ გარეთ, შენგან მხოლოდ სიმარლის თქმას მოითხოვენ. იმ სიმართლის რომლისაც ასე გეშინია, რადგან აქაურ დიდებას ვერ ელევი. სასაცილო ხარ ზვიადაურო, ახლა იზიარებ ამ ოჯახის მწუხარებას არა? იცოდე ბოლოს სამართალი პურს მაინც ჭამს. "




გაზიარება
მოინახულეს 6 897-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. უახლესი დეტალები: წინანდლის გაუგონარ ანგარიშსწორებაში 15 კაცი მონაწილეობდა - რას ამბობენ კენჭოშვილები და რა მალავენ ზვიადაურები?
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. "ჩოგბურთელებში ეს არ იმალება" - ნეკა დოროყაშვილი ქორწინების დროს სხვა კაცებთან ურთიერთობაში ამხილეს
  4. "სერენა უილიამსთან და მარია შარაპოვასთან ამას მხოლოდ ნეკა თუ იზავდა"
  5. სკანდალი ბასილაშვილების ოჯახში - “ნიკა არც “ჰერმესს” აკლებდა და არც “დოლჩე გაბანას” ცოლს” – რას წერს ბასილაშვილის ახლობელი სოციალურ ქსელში
რეკლამა