კიევში მცხოვრებმა ბათუმელმა სპორტსმენმა მირო ვანაძემ sportarena-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და კახა კალაძის შესახებ ისაუბრა.
მან "ნაპოლის" ვარსკვლავს პოზიცია მოუწონა, თბილისის მერს კი მოღალატე უწოდა.
ინფორმაციისთვის, ვანაძე ომის დაწყების დღიდან პურს აცხობდა და უკრაინელებს ურიგებდა, ბოლო რამდენიმე თვეა კი მებრძოლი გახდა და პერიოდულად ბლოკპოსტზე დგას.
"ხვიჩა კვარაცხელია ღირსეული ქართველია. როდესაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინას შეუტია, მან "რუბინი" დატოვა და სათამაშოდ ბათუმის "დინამოში" გადავიდა.
ის ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერია, ახლა კი "ნაპოლის" ღირსებას იცავს. მისი სახელი "კვარადონა" ყველაფერზე მეტყველებს.
რასაც ხვიჩა ამბობს და აკეთებს, ყველა ქართველმა ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს.
რაც შეეხება კალაძეს, ის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და რა პოლიტიკასაც ის ატარებს, ქართველი ხალხის ინტერესებს არ იცავს.
ქართველებმა დასავლეთის გზა აირჩიეს. ვინც კი ამ გზას მხარს არ უჭერს, უბრალოდ მოღალატეა", - ამბობს ვანაძე.
ვანაძემ ალექსანდ უსიკზე, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ვასილი ლომაჩენკოს შესახებაც ისაუბრა.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ
წყარო: /sportall.ge
"კვარაცხელია ღირსეული ქართველია, კალაძე მოღალატეა"
1-06-2023, 11:09
გაზიარება
მოინახულეს 4 206-ჯერ
კომენტარები
29-03-2024 10:19
0
🎥 რა უთხრა კვარაცხელიამ თანაგუნდელებს მოედანზე გასვლამდე? – სიტყვები, რომლებზეც ყველა თანაგუნდელს ცრემლები მოადგა
ვრცლად
29-03-2024 09:50
51
"პირველ ადგილზე უკრაინელები არიან, ისინი იმსახურებენ გამარჯვებას და მერე ჩვენ" - როგორ ეხმაურება გუბაზ სანიკიზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას? (ვიდეო)
ვრცლად
29-03-2024 08:38
251
„დიდი გამარჯვების შემდეგ“ – ეროვნული ნაკრების წევრებისა და მათი მეუღლეების ფოტოები წვეულებიდან
ვრცლად
28-03-2024 12:59
360
„კვარა, ბუდუ, ზურიკო…“ – სად აღნიშნეს ბიჭებმა დავითაშვილის შვილის ნათლობა
ვრცლად