დღის ახალი ამბები

"ამ ბიჭის პრობლემა ფსიქოლოგიურია, ცდილობს, ყველას აჩვენოს, რომ..." - რას აცხადებს იტალიელი ფეხბურთელი?

"ამ ბიჭის პრობლემა ფსიქოლოგიურია, ცდილობს, ყველას აჩვენოს, რომ..." - რას აცხადებს იტალიელი ფეხბურთელი?
15-02-2024, 10:49

"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანი იმპროტამ Punto Nuovo-სთან ინტერვიუში "მილანისა" და "პარტენოპეის" (1:0) მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

იმპროტას თქმით, ქართველ გარემარბს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

"კვარაცხელიას დახმარება და დაცვა სჭირდება. ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ინდომებს, ხანდახან კი დაბნეულია. რა არის ხვიჩას მთავარი პრობლემა? - კონტრაქტი. მას ამის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თითქოს მოედანზე ცდილობს, ყველას დაუმტკიცოს, რომ გარკვეული სახის კომპენსაციას იმსახურებს. ვფიქრობ, ეს ქართველის თამაშზე აისახება", - განაცხადა იმპროტამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა. "პარტენოპეი" 35 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

წყარო: sportall.ge




გაზიარება
მოინახულეს 770-ჯერ
კომენტარები
რეკლამა