ანა ტატიშვილმა მარია კირილენკო დაამარცხა

ჩოგბურთი 07-აპრ, 15:169 slim4me 2726


ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა, ვინც საქართველოს პირველი ჩოგანია, ამერიკულ ჩარლსტონში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირ Family Cercle Cup-ზე, რომლის საპრიზო ფონდი 721 ათასი დოლარია მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 60 სარეიტინგო ქულა მიიღო და სავარაუდოდ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) საუკეთესო ასეულში მოხვედრა გაინაღდა.

ტატიშვილმა კვალიფიკაციაში ვენესუელელ გაბრიელა პაზსა (479-ე ჩოგანი) და უკრაინელ ტატიანა ლუჟანსკას (194-ე) მოუგო, ძირითად ბადეში კი მსოფლიოს 64-ე ჩოგან ელენა დოკიჩის ძლევის (7:5, 2:6, 6:4) შემდეგ, რუს მე-9 ნომრად განთესილ მარია კირილენკოსაც აჯობა - 5:7, 7:5, 6:3.

საინტერესოა, რომ კირილენკო კლასიფიკაციაში 28-ე ადგილი უკავია და ასეთი მაღალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელისთვის ტატიშვილს აქამდე მოგებული არ ჰქონდა. ამ გამარჯვებით ანა ტატიშვილმა 7850 დოლარი და 60 სარეიტინგო ქულა მიიღო. განახლებულ რეიტინგში მისი მონაგარი 668 ქულა იქნება და წესით ასეულშიც უნდა მოხვდეს.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ბელგიელი იანინა ვიკმაიერი იქნება, რომელიც ჩარლსტონში მე-6 ნომრადაა განთესილი, რეიტინგში კი 2300 ქულით 23-ეა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (132)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი