როჯერ ფედერერი: “ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზადებას დიდ დროს მოვახმარ”

ჩოგბურთი 19-აპრ, 15:009 SillY 1794


პლანეტის ყველაზე ტიტულოვანმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა მონტე-კარლოს მასტერსზე ორი სასტარტო მატჩი დამაჯერებლად ჩაატარა, თუმცა, ნახევარფინალში გასვლა მაინც ვერ მოახერხა – შვეიცარიელს ავსტრიელმა იურგენ მელცერმა მოუგო და შეჯიბრებას გამოთიშა. ამის მიუხედავად, ფედერერი გულგატეხილი სულაც არაა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან იმედი გამოთქვა, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს უფრო მეტი წარმატებით ჩაატარებს, უახლოეს დღეებს კი, მშობლიურ შვეიცარიაში ინტენსიურ ვარჯიშში გაატარებს.


- თქვენთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ტურნირს ისე გამოეთიშეთ, ნადალთან ან ჯოკოვიჩთან არ წაგიგიათ?
- არა. თუ მეხსიერება არ მღალატობს, შვიდი-რვა წელია, რაც ნადალის გარდა, სხვა რომელიმე “ცაცია” ჩოგბურთელთან არ დავმარცხებულვარ. ჩემი აზრით, მშვენიერი მაჩვენებელია. ისე კი, წაგება არავისთანა სასიამოვნო. ჩემთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბოლომდე ვიბრძოლე. ცხადია, ნახევარფინალში გასვლა გულით მეწადა, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მონტე-კარლოში სამი მატჩი ჩავატარე და სამივეში ნორმალურად ვიასპარეზე. ნადალთან ან ჯოკოვიჩთან მარცხი კი უფრო ადვილად გადასატანია არაა, ვიდრე მელცერთან წაფორხილება. იურგენი მშვენიერ ფორმაშია, თანაც სადღეისოდ მოწინავე რეიტინგსიის ათეულში შედის.
- უახლოესი დღეების განმავლობაში რას მოიმოქმედებთ?
- შვეიცარიაში გავემგზავრები და თიხნარის კორტზე ინტენსიურად ვივარჯიშებ. იმედია, სამშობლოში კარგი ამინდი დამხვდება, რაც ღია კორტზე წვრთნის საშუალებას მომცემს.
- ყველაზე მეტად რომელი კომპონენტების დახვეწას დაუთმობთ ყურადღებას?
- პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ვიმუშავებ, ყველაზე დიდ დროს კი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზადებას მოვახმარ. წინ სეზონის ურთულესი პერიოდი მელის და მას ყოველმხრივ მომზადებული უნდა შევხვდე. მადრიდი, რომი, საფრანგეთის ღია პირველობა, ჰალე, უიმბლდონი, დევისის თასი – ჩამოთვლილი ტურნირები ყველა პრესტიჟული შეჯიბრებებია და მათში წარმატებით გამოსვლის იმედი მაქვს.
- ესპანეთისა და იტალიის დედაქალაქებში Masters 1000-ის ტურნირები ჩატარდება. მადრიდისა და რომის ასპარეზობები სხვებისგან უპირველესად რით განსხვავდება?
- მხოლოდ იმით, რომ სხვა ქვეყნებში იმართება. წლეულს მადრიდის ტურნირი შედარებით ადრე ტარდება, რაც ყველას გვიხარია. ამის გამო საფრანგეთის ღია პირველობისთვის მოსამზადებლად მეტი დრო გვექნება. მე ყოველთვის კარგად გამოვდიოდი მას შემდეგ, რაც მადრიდსა და რომში ვასპარეზობდი. ვფიქრობ, სამადრიდო შეჯიბრებას კარგად მომზადებული შევხვდები, რადგანაც მანამდე ნაყოფიერ და ინტენსიურ მოსამზადებელ პერიოდს გავივლი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი