ტატიშვილი 84-ე ჩოგანია

ჩოგბურთი 04-ივლ, 22:119 Sportnews 3270


ის, რასაც მრავალი წელია ველოდით, ოფიციალურად დადასტურდა – ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებული რეიტინგის მოწინავე ასეულში ქართველმა ჩოგბურთელმაც შეაღწია. 21 წლის ანა ტატიშვილმა გასულ კლასიფიკაციასთან შედარებით, 34-ადგილიანი ნახტომი გააკეთა და მსოფლიოს 84-ე ჩოგანი გახდა.

ტატიშვილის აქტივში 785 ქულაა და მომდევნო ადგილზე მყოფ ჩინელ შუაი ჟენგს 15 ქულით უსწრებს, ქართველის წინ მყოფ რუმინელ სორანა კირსტეას კი 791 ქულა გააჩნია. შეგახსენებთ, რომ ანამ სოლიდური წინსვლა უიმბლდონის მეორე რაუნდში გასვლითა და კუნეოს 100-ათასიანი ტურნირის მოგებით განიცადა, მიმდინარე კვირაში კი, აღებული ტემპის შენარჩუნებას შვედეთში ეცდება.

ტატიშვილის ბაშტადის 220-ათასიანი ტურნირის (პირველ ნომრად მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკია განთესილი) ძირითად ბადეში გახლავთ დაშვებული და ხვალ, პირველ რაუნდში, მერვე ნომრად განთესილ სლოვენიელ პოლონა ჰერცოგს ეთამაშება, რომელიც რეიტინგში 53-ე ადგილზეა. წყვილებში ანა და რუსი ვესნა დოლონცი შვედებს – არვიდსონსა და ლარსონს გაეჯიბრებიან.

აქვე ვთქვათ, რომ ტატიშვილს უკეთესი პოზიცია უკავია საჩემპიონო რბოლაში, სადაც მხოლოდ 2011 წლის შედეგებია აღნუსხული. ანას 623 ქულა აქვს და 66-ე ადგილზეა, რისი წყალობითაც არაერთ სახელოვან ჩოგბურთელს უსწრებს. ყველასათვის ცნობილია, რომ დებ უილიამსებს სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმების გამო გაუცდათ, თუმცა, მაინც სასიამოვნო სანახავია, რომ ანა ვინუსს შვიდი პოზიციით ჯობნის, სერენას კი – ერთბაშად ორმოცდაცხრით.

WTA-ს რეიტინგში პროგრესი განიცადეს ქართული ჩოგბურთის სხვა ლიდერებმაც. ოქსანა კალაშნიკოვამ 189-ე საფეხურზე გადაინაცვლა, მაკა ჩახნაშვილი ნელ-ნელა ორასეულს უახლოვდება, სოფო შაფათავას კი 43-ადგილიანი წინსვლა შეეხო და მსოფლიოს 249-ე ჩოგანია. სხვათა შორის, სოფო წყვილთა კლასიფიკაციაშიც სოლიდურად, 45 პოზიციით დაწინაურდა და 210-ეა, ტატიშვილი 121-ე ადგილზე გახლავთ, კალაშნიკოვა – 179-ეზე, ხოლო ჩახნაშვილი – 204-ეზე.

ერთეულთა რეიტინგში ქართველთა მდგომარეობა სრულად ასე გამოიყურება: 84 (118). ანა ტატიშვილი – 785 ქულა. 189 (193). ოქსანა კალაშნიკოვა – 299; 219 (237). მაკა ჩახნაშვილი – 257; 249 (292). სოფო შაფათავა – 217; 332 (331). თათია მიქაძე – 139; 424 (406). სოფო ქვაცაბაია – 94; 515 (552). ეკატერინე გორგოძე – 64; 1174 (1148). მანანა შაფაქიძე – 4;
მიმდინარე კვირაში ჩახნაშვილი საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში იმყოფება, სადაც 100-ათასიანი ტურნირის საწყის წრეში მეხუთე ნომრად მიჩნეულ მარია-ელენა კამერინს ეთამაშება.იტალიელი ჩოგბურთელი ბიარიცში “უაილდ-ქარდით” გახლავთ მიწვეული. წყვილებში ჩახნაშვილი და ფრანგი ლაურა ტორპე რუს პანოვასა და პოლონელ ურსულა რადვანსკას დაუპირისპირდებიან.

გერმანიაში, აშაფენბურგის 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაებნენ სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე. პირველ რაუნდში პირველ ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ ჩეხი ტერეზა მარტინჩოვა 7:6 (7:3), 6:2 დაამარცხა, მეცამეტე რეიტინგის მქონე გორგოძემ კი გერმანელ ელიზავეტა ბაერს 6:0, 6:4 სძლია. ტურნირის ძირითად ბადეში ერთი ქართველი აუცილებლად ითამაშებს, რადგანაც გადამწყვეტ წრეში სოფო და ეკატერინე ერთმანეთს ხვდებიან.

თურქეთის ქალაქ იზმირში, 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში ჩეხ კაროლინა ვლაჩოვასთან 0:6, 0:6 განადგურდა თამარ ცხაკაია, ვიქტორია ჟორჟოლიანის პირველი მეტოქე კი იტალიელი მიკაელა მორონი იქნება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 5 ივლისი 2011 13:34
უიმბლდონზე მესამე წრეში გასასვლელი მაგარ ჩოგბურთელდან 2:1 წააგო , არადა პირველი სეტი მაგრად მოიგო და შანსიც ჰქონდა , ეს კიდევ უფრო ბევრს მიახწევს დარწმუნებული ვარ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Mr.Black And White 5 ივლისი 2011 09:11
აბა წარმატებები ასე გააგრძელე...
tennis1 4 ივლისი 2011 23:22
გილოცავ ანუშკა..წარმატებებიიიიიიიი
admin 4 ივლისი 2011 22:54
ვულოცავ ბატონო :)



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (123)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი