ნაყოფიერი სამშაბათი – მიქაძეც და ტატიშვილიც!

ჩოგბურთი 19-ივლ, 13:579 Sportnews 1644


ბაქოს თასის ტურნირის მეორე დღე ქართველთათვის მეტად იღბლიანი და ნაყოფიერი გამოდგა.

ჯერ იყო და, დღის პირველივე მატჩში, ტურნირის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის “ლაქი ლუზერის” სტატუსით მოხვედრილმა თათია მიქაძემ (377) WTA ტურის ახალბედას, შეჯიბრში “ველური ბარათით” ჩაბმულ 16 წლის ურეიტინგო რუს ნინა ხრისანოვას ზუსტად 50 წუთში მოუღო ბოლო – 6:0, 6:0!

მიქაძე მეორე წრეში გავიდა, სადაც საქართველოს პირველ ჩოგან ანა ტატიშვილს (93) დაუპირისპირდება. ანას პირველ წრეში მეტად სერიოზული გამომცდელი ჰყავდა – ბაქოს ტურნირზე მე-8 ნომრად განთესილი და მსოფლიო რეიტინგში 78-ე ადგილზე მყოფი ევგენია როდინა. ტატიშვილმა შეხვედრა ძალზე მობილიზებულად ჩაატარა, რუს მეტოქეზე ნაკლები შეცდომა დაუშვა და მომდევნო ეტაპზეც დამსახურებულად გავიდა – 6:4, 6:2.

სატურნირო ბადე ისეა შედგენილი, რომ მეორე წრეში ორი ქართველი ერთმანეთს გადაეყარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას ერთი წარმომადგენელი მესამე წრეშიც აუცილებლად ეყოლება. აი, იქ კი, გინდ მიქაძე იყოს და გინდ ტატიშვილი, დაწინაურების შანსი მინიმალურია:
მეოთხედფინალში მეტოქედ, სავარაუდოდ, ვერა ზვონარიოვა ეყოლება – მსოფლიოს მე-3 ჩოგანი. ასეა თუ ისე, ორივე ქართველს დღევანდელ წარმატებას ვულოცავთ და მეოთხედფინალში ღირსეულ გამოსვლასაც ვუსურვებთ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (8)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი