გშტაადის ღია პირველობა დაიწყო

ჩოგბურთი 26-ივლ, 01:069 petra_kvitova 1592


შვეიცარიაში დაიწყო გშტაადის ღია პირველობა.

1 დღის ყველაზე საინტერესო მატჩად ითვლებოდა ანდრეევი-ზვერევის შეხვედრა.

აქამდე მათ ერთადერთხელ ქონდათ ნათამაშები ერთმანეთის წინააღმდეგ 2010 წელს და მაშინ გამარჯვება გერმანიის სახელით მოთამაშე ზვერევს დარჩა 7-6 6-3.

ანდრეევმა დღეს გამართულ მატჩში მეტოქეზე ბევრად უკეთ ითამაშა და დამაჯერებლად 6-3 6-2 დაამარცხა მეტოქე.

იგორმა 9 შესაძლებლობიდან 3-ჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების მოგება და ეს გადამწყვეტიც აღმოჩნდა ამ მატჩში, ზვერევმა კი ბრეიკ-პოინტის მოპოვებაც ვერ მოახერხა მეტოქის ჩაწოდების მოგებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ.

ეისებშიც და ორმაგ შეცდომებშიც ერთნაირი შედეგი ქონდა ორივე მოთამაშეს. 3-3 ეისი და 2-2 ორმაგი შეცდომა გააკეთეს მათ ამ მატჩში.

1 ჩაწოდება უკეთ გამოსდიოდა ზვერევს მეტოქეზე, თუმცა ამან მას ვერ უშველა იმიტომ, რომ მისი ჩაწოდების პროცენტი 64% იყო ხოლო მოგებული ბურთების პროცენტი პირველი ჩაწოდებიდან მხოლოდ 57%, როდესაც ანდრეევს 1 ჩაწოდების მაჩვენებელი 51% ქონდა ხოლო მოგებული ბურთების პირველი ჩაწოდებიდან 77%. მეორე ჩაწოდებიდან 50% პროცენტი მოიგო ანდრეევმა, ხოლო ზვერევმა მხოლოდ 38%.

დღეს ამ მატჩის გარდა კიდევ 3 მატჩი გაიმართა:

ისტომინი - ფიშერი 6-3 3-6 6-4

ლუშაკი - სადეცკი 3-6 6-3 7-6(4)

ჰაიდერ-მაურერი - მარტი 6-1 6-4


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (194)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი