უიღბლო დღე ბიშკეკში

ჩოგბურთი 27-ივლ, 01:309 petra_kvitova 1605


დღეს ქართველებს ბიშკეკში უიღბლო დღე ქონდათ. 1 დღეს ორმა მათგანმა გამარჯვება მოიპოვა, ხოლო დღეს სამწუხაროდ მარცხი მეტი იყო ვიდრე გამარჯვება.

დავიწყოთ ნინო-გ სუჯაშვილით, რომელსაც 1 წრე ქონდა ჯერ კიდევ სათამაშო. მეხუთე ნომრად განთესილი სუჯაშვილი რუს ანა მოროზოვას ხვდებოდა, რომელთანაც 1 კვირის წინ ფერგანას თასზე ქონდა წაგებული. ნინო ამჯერადაც დამარცხდა და თანაც 2 სეტში 6-4 6-4.

ბიშკეკში კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა. 17 წლის დავით ხუბუა პირდაპირ ძირითად ბადეში გახლდათ დაშვებული, თუმცა კვალიფიკაციის გამარჯვებულ 16 წლის ილია კოშელევთან დამარცხდა 1-6 3-6. დუბლებში ხუბუა ინდოელ ამან აგარვალთან ერთად გამოდის და მათი პირველივე მეტოქე მესამე ნომრად განთესილი ჰასანოვ-შახნუბარიანის ყაზახურ-რუსული წყვილი იქნება.

ქართველები წყვილთა თანრიგშიც ჩაერთვნენ.

ქურასბედიანი-ტენიზბაევას წყვილი ოგოროდოვა-პომიატინსკაიას დუეტთან 0-6 2-6 დამარცხდნენ.

სუჯაშვილი-მაჩაიძის მეორე ნომრად განთესილმა ქართულმა წყვილმა პირველ წრეში მოროზოვა-რიაშკოს რუსულ დუეტს იოლად სძლიეს 6-4 6-1.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (137)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი