რადვანსკა:” ხანდახან პაუზის აღება სასარგებლოა”

ჩოგბურთი 27-ივლ, 01:519 Chikva 1662


პოლონელმა ჩოგბურთელმა აგნეშკა რადვანსკამ ახსნა მიზეზი თუ რატომ აღარ დაუბრუნდება მის სამწვრთნელო შტაბს მამამისი რობერტი.

რადვანსკა თავის დასთან ერთად ვარჯიშობდა მამამისთან ბავშვობიდან, თუმცა 2010 წლიდან მათმა სამუშაო დამოკიდებულებამ დაიწყო გაფუჭება. US Open Series დროს, აგნეშკას და ურსულას ავარჯიშებს პოლონეთის ნაკრების კაპიტანი ფედერაციის თასზე ტომაშ ვიქტოროვსკი.

” როცა მუშაობ ვინმესთან ერთად 17 წელი, ხანდახან პაუზის აღება სასარგებლო ხდება. სტენფორდში ჩვენ (დასთან ერთად) ვიმუშავებთ ერთ მწვრთნელთან და მერე მომავალი გვიჩვენებს” - რადვანსკას სიტყვების ციტირებას ახდენს Tennis.com.

” როლების გაყოფა კორტზე და მის გარეთ ძალიან ძნელია.კორტზე ის არის მწვრთნელი, თუმცა მაინც რჩება მამად. კორტის გარეთ მას ხანდახან მოაქ ჩოგბურთი და ეს უკვე მეტისმეტია. სწორედ ამიტომ გავაწყვიტეთ ჩვენ მცირე პაუზის აღება.” - თქვა 22 წლის პოლონელმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-14-ე ადგილს იკავებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (103)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი