გშტაადის ღია პირველობის მეორე დღე

ჩოგბურთი 27-ივლ, 03:099 petra_kvitova 1352


გშტაადის ღია პირველობის მეორე დღეს 1 წრის 7 მატჩი გაიმართა.

ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა იარკო ნიემენენისა(53) და ვიქტორ ჰანესკუს(63) შორის დაპირისპირება.

ნიემენენმა მოახერხა და მეტოქეს 2 სეტში სძლია 7-5 6-2. ასე, რომ ის ბრძოლა არ შედგა რასაც ელოდნენ.

ჰანესკუმ მეტოქის მოწოდებაზე ძალიან ცუდად ითამაშა და მხოლოდ 1 ბრეიკი შეასრულა მეტოქის 4-ის წინააღმდეგ. ჰანესკუს მეტი ბრეიქ-პოინტი აღარც ქონია, ერთი ქონდა და ისიც გამოიყენა, როცა მეტოქეს 11 ქონდა და 4 გამოიყენა.

ეისებში ჰანესკუმ აშკარად დაჯაბნა მეტოქე და 7 ეისი შეასრულა მეტოქის 2-ის წინააღმდეგ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ორმაგი შეცდომები ორივემ თანაბრად 2-2 გააკეთეს.

ჰანესკუს 1 ჩაწოდების სიზუსტის პროცენტიც უკეთსი ქონდა 66% ნიემენენის 58%-ის წინააღმდეგ, მაგრამ 1 ჩაწოდებიდან მოგებული ბურთების პროცენტი ნიემენენს უკეთესი ქონდა 71% მეტოქის 67%-ის წინააღმდეგ.

ჰანესკუს მეორე ჩაწოდებაზე მოგებული ბურთების უბრალოდ საშინელი პროცენტულობა ქონდა 27% რაც ძალიან ცოტაა, ნიემენენს კი მეორე ჩაწოდებიდან ბურთების 60% ქონდა მოგებული.

გშტაადის ღია პირველობა 398.250ევროსგან შედგება და მისი გამარჯვებული 250 ქულას აიღებს.

გაგაცნობთ მეორე დღეს გამართული პირველი წრის დარჩენილ 6 მატჩის შედეგს:

ხიმენო-ტრავერი - დარსისი 6-4 5-7 7-5

[5] ფელისიანო ლოპესი - [W] ლამერი 6-4 6-7(4) 6-3

ჟილი - [Q] სოუზა 4-6 6-3 6-4

ბენეტო - როსოლი 6-2 6-7(6) 6-3

გირალდო - [6] გარსია-ლოპესი 5-7 6-2 6-1

[8] გრანოლერსი - [W] ბოლი 6-1 6-0






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2020 (3)
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)