გშტაადის ოთხეული

ჩოგბურთი 30-ივლ, 02:129 petra_kvitova 1515


დღეს გშტაადში მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

ტურნირის შარშანდელმა ტრიუმფატორმა ალმაგრომ დღეს 2 მატჩი ჩაატარა.

ალმაგრომ დილით გადადებული მატჩი გამართა ნიემენენის წინააღმდეგ და 7-6(3) 6-3 იმარჯვა.

დღის ყველაზე საინტერესო მატჩი უნდა ყოფილიყო ლოპესი-ალმაგროს დაპირისპირება და მართლაც კარგი თამაში გამოვიდა, და საბოლოოდ ალმაგრომ იმარჯვა 6-4 7-5.

ორივე სეტში თანაბარი ბრძოლა იყო. პირველ სეტში ალმაგროს რამდენიმე ბრეიქ-პოინტის გადარჩენა მოუწია, ხოლო როცა 5-4 იგებდა მეტოქის ჩაწოდების 0-ზე მოგება მოახერხა და პირველი სეტიც სათავისოდ დაასრულა 6-4.

მეორე სეტიც ანალოგიური სცენარით წარიმართა, მხოლოდ ანგარიში განსხვავდებოდა. ამჯერად ფელისიანო ლოპესმა შეძლო და როცა ანგარიში 5-4 იყო მეტოქის სასარგებლოდ თავისი მოწოდება არ დაუთმია, თუმცა როდესაც ალმაგროს ანგარიში 6-5 მიყავდა ლოპესის ჩაწოდება ამჯერადაც 0-ზე აიღო და მატჩის დაასრულა 6-4 7-5.

სტატისტიკურად ყველაფერში უპირატესობა ქონდა ალმაგროს, თუმცა არც ისე დიდი.

ეისები მან მეტოქეზე 2-ჯერ მეტი შეასრულა 8-4.

ორმაგი შეცდომები თანაბრად ქონდათ 2-2.

პირველი ჩაწოდება არც ერთს გამოსდიოდა კარგად. ალმაგროს 61% ქონდა პირველი ჩაწოდებიდან ბურთის შეყვანის, ხოლო მის მეტოქეს 57%.

სამაგიეროდ პირველი ჩაწოდების შემდეგ 92% ბურთების მოგებული ქონდა ალმაგროს, რაც ნამდვილად შესანიშნავი მაჩვენებელია, ხოლო ფელისიანოს მხოლოდ 71%.

ბრეიქ-პოინტები ორივეს თანაბრად 3-3 ქონდათ, თუმცა ალმაგრომ 2 ბრეიქად აქცია, ხოლო მისმა მეტოქემ ამის გაკეთება ვერც ერთხელ ვერ შეძლო.

ალმაგროს გარდა კიდევ 2-მა ესპანელმა შეძლო ნახევარფინალის საგზურის მოპოვება და ეს გასაკვირი სულაც არ არის თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გრუნტის საფარზე იმართება მატჩები, და გრუნტზე ესპანელებს ნამდვილად ვერავინ შეედრება და ეს ბევრჯერ დაუმტკიცებიათ. სამ ესპანელს დაემატა რუსი მიხეილ იუჟნიც.

დღევანდელი მატჩები ასე დასრულდა:

[4] ვერდასკო - ბენეტო 6-4 5-7 6-1

[3] იუჟნი - ჰაიდერ-მაურერი 6-4 5-7 6-4

[8] გრანოლერსი - [2] ვავრინკა 6-3 6-2

ხვალ გაიმართება ნახევარფინალური შეხვედრები:

იუჟნი - გრანოლერსი

ალმაგრო - ვერდასკო
















მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)