ფერერო ნახევარფინალშია

ჩოგბურთი 30-ივლ, 02:269 petra_kvitova 1661


ესპანელი ხუან კარლოს ფერერო ხორვატიაში უმაგის ღია პირველობაზე ნახევარფინალში გავიდა.

ფერერომ შარშან ეს ტურნირი მოიგო და ეხლა 250 ქულის დასაცავად უწევს ბრძოლა.

ესპანელი ჩოგბურთელი და ერთ დროს კლასიფიკაციის ლიდერი, მეოთხედფინალში არგენტინელ კარლოს ბერლოქს შეხვდა და 2 სეტში 6-1 7-6(5) დაამარცხა.

ვერც ერთმა მოთამაშემ ეისის შესრულება ვერ მოახერხა, ხოლო ორმაგებში 2-1 ”დაამარცხა” ბერლოქმა ესპანელი.

გასაკვირი ის იყო, რომ ამ მატჩში 11(!) ბრეიქი შესრულდა რაც ქალთა შეხვედრაში არ იქნებოდა გასაკვირი, მაგრამ მამაკაცებში ამას იშვიათად თუ ნახავთ.

ფერერომ 11-დან 7 ბრეიქ-პოინტი გამოიყენა, ხოლო ბერლოქმა 6-დან 4.

უმაგის ღია პირველობა მეოთხედფინალები:

[6] ფონინი - სტარაჩე 3-6 6-3 6-1

[4] ჩილიჩი - [7] სეპი 6-1 6-3

[2] დოლგოპოლოვი - რამოსი 6-3 7-5

ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

ფონინი - ჩილიჩი

ფერერო - დოლგოპოლოვი








მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (179)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი