ესპანური ფინალი შვეიცარიაში

ჩოგბურთი 30-ივლ, 20:359 petra_kvitova 1894


ესპანური ფინალი გაიმართება შვეიცარიაში, სადაც გშტაადის ღია პირველობაზე ფინალში 2 ესპანელი შეხვდება ერთმანეთს.

გშტაადში მესამე ნომრად განთესილ მიხაილ იუჟნის 1 ნაბიჯი დააკლდა ფინალამდე. 29 წლის რუსი ჩოგბურთელი ხვდებოდა ესპანელ მარსელ გრანოლერსს და დამარცხდა 3 სეტში 3-6 6-3 2-6. მატჩი გრძელდებოდა 2 საათი და 6 წუთი.

აღსანიშნავია, რომ მესამე გადამწყვეტ სეტში მიხაილი იგებდა ბრეიქით (2-0), რის შემდეგაც ”მოახერხა” და ზედიზედ 6 გეიმი დათმო. ამ გამარჯვების შემდეგ გრანოლერსმა რუსთან ურთიერთშეხვედრებში ჩამორჩენა შეამცირა 1-2. წინა 2 მატჩის მიმდინარე წელს ქონდათ გამართული და იმ შეხვედრებში გრანოლერსს სეტიც კი არ ქონდა მოგებული.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ფერნანდო ვერდასკომ დაამარცხა თავისი თანამემამულე ნიკოლას ალმაგრო და გახდა მეორე ფინალისტი გშტაადის ტურნირზე.

ამ ტურნირის პირველი ნომრის წინააღმდეგ გამარჯვებით დაასრულა მატჩი ფერნანდო ვერდასკომ, რომელიც ამ ტურნირზე მეოთხე ნომრად გახლავთ განთესილი. 6-7(2) 7-6(2) 6-3.

გამარჯვებულმა 3 ბრეიქ-პოინტის გამოყენება შეძლო, ხოლო მისმა მეტოქემ მხოლოდ 1-ხელ მოახერხა მეტოქის მოწოდების მოგება.

ასე, რომ ხვალ ერთამენთს ფინალში 2 ესპანელი დაუპირისპირდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (189)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი