ტატიშვილი ფინიქსში 50 ქულის დასაცავად ითამაშებს

ჩოგბურთი / ქართული ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 07-ნოე, 19:539 datopagava23 2566


ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა 776 ქულით 87-ე ადგილი შეინარჩუნა, სულ კი კლასიფიკაციაში ათი ქართველი გოგონა მოხვდა, რომელთაც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეხებიათ.
87 (87). ანა ტატიშვილი – 776 ქულა; 177 (170). მაკა ჩახნაშვილი – 359; 287 (279). სოფო შაფათავა – 186; 306 (304). ოქსანა კალაშნიკოვა – 163; 403 (407). ეკატერინე გორგოძე – 97; 453 (452). სოფო ქვაცაბაია – 82; 467 (467). თათია მიქაძე – 78; 993 (988). ნათია გეგია – 11; 1014 (1015). ანი გოგვაძე – 10; 1209 (1215). მაგდა ოქრუაშვილი – 3;
ამჟამად, ტატიშვილი აშშ-ში იმყოფება და არიზონას შტატში ფინიქსის 75-ათასიან ტურნირში ითამაშებს. წინასწარი ინფორმაციით, ქართველ ჩოგბურთელს ამერიკელი ირინა ფალკონისა და იტალიელი რომინა ოპრანდის შემდეგ, მესამე განთესვა ექნება. ცნობისთვის, ტატიშვილმა შარშან ფინიქსის ტურნირზე ნახევარფინალში გააღწია, ამდენად 50 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.
მორიგი 10-ათასიანი ტურნირი იმართება ანტალიაში, სადაც ეკატერინე გორგოძე მეორე ნომრად იქნება განთესილი. პირველი რეიტინგი კი რუმინელ ლაურა-იოანა ანდრეის გააჩნია. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ანტალიაშივე გორგოძემ მეოთხედფინალში გასვლა შეძლო, ანდრეი კი გათამაშებას ნახევარფინალში გამოეთიშა.
ანტალიაში იმართება ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირიც, რომლის კვალიფიკაციაში სამი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება და ბედის ირონიით, ორი მათგანი პირველივე რაუნდში ერთმანეთს გადაეყარა.
ალექსანდრე მეტრეველმა დავით ხუბუას 6:2, 6:1 სძლია, შემდეგ კი მე-10 ნომრად განთესილ იტალიელ სალვატორე კარუზოს 7:5, 6:1 მოუგო და დასკვნით რაუნდში მე-7 განთესვის მქონე გერმანელ ჯორჯ ვონ მასოუს გაეჯიბრება.
გიორგი რევაზიშვილმა საწყის წრეში გერმანელი ნიკოლას ერნსტი 6:7 (4:7), 6:3, 6:3 დაამარცხა, თუმცა, შემდეგ ბელგიელ იორის დე ლურთან (მე-6) 2:6, 5:7 წააგო.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში კვლავ სამი ქართველი მოთამაშე რჩება: 1229 (1229). გიორგი ცივაძე – 3; 1328 (1340). ლადო ჩიხლაძე – 2; 1866 (1857). ალექსანდრე მეტრეველი – 1;


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (111)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი