დღის ახალი ამბები

რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ ფედერერთან გამარჯვების შემდეგ

რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ ფედერერთან გამარჯვების შემდეგ
11-03-2021, 21:14

დღეს, 11 მარტს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ბასილამ დაძაბულ შეხვედრაში შეძლო და ლეგენდას 3-6 6-1 7-5 სძლია.

შეხვედრის შემდეგ, ჩოგბურთის უცხოენოვან ფორუმებზე ნიკოლოზის ბრწყინვალე პერფორმანსს არაერთი გულშემატკივარი გამოეხმაურა, რომელთაგანაც ნაწილს გთავაზობთ.

"ბასილაშვილმა ბოლო ორი სეტი განსაკუთრებულ დონეზე ითამაშა. ფედერერი აშკარად არ იყო ფიზიკურად მზად"

"ბასილაშვილის თამაშის ხარისხი აშკარად გაუმჯობესებულია. მან ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა "

" ბასილაშვილი ისეთი ძლიერია, რომ ძალიან არც გამკვირვებია მისი გამარჯვება. ის ტოპ #16 იყო"

" არაფერს ვიტყვი. ბრწყინვალე პერფორმანსი ბასილაშვილისგან, განსაკუთრებით მეორე და მესამე სეტში."

" ნიკა ნამდვილი შეშლილია. მისი თავდაჯერებულობით უბრალოდ გაოცებული ვიყავი "





გაზიარება
მოინახულეს 1 601-ჯერ
კომენტარები
რეკლამა