ფედერერის კიდევ ერთი რეკორდი

მსოფლიო ჩოგბურთი 14-ნოე, 15:529 datopagava23 1427


როჯერ ფედერერი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც “მასტერზ1000”-ის ცხრავე ტურნირის მინიმუმ ფინალში გასვლა შეძლო. აქამდე “მხიარულ როჯერი” მხოლოდ პარიზის შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩამდე არ იყო “მისული”, თუმცა შვეიცარიელმა გუშინ ჩეხი ტომაშ ბერდიხის ძლევის შემდეგ, ეს “ნაკლიც” აღმოფხვრა.
“ძალიან კარგად ვიასპარეზე და მიღწეულით კმაყოფილი ვარ. ბერდიხი საწყის გეიმებში ცოტათი ნელა მოქმედებდა, რითაც სათანადოდ ვისარგებლე. ტომაშს აგრესიული თამაში დავუპირისპირე და საწადელს მივაღწიე”, - ამბობდა ნამატჩევს ფედერერი.
როჯერის საფინალო მოწინააღმდეგე აფროფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა იქნება, რომელმაც დრამატულ ნახევარფინალში ამერიკელ ჯო იზნერს 3:6, 7:6 (7:1), 7:6 (7:4) მოუგო. შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა, ცონგამ კი 3 მატჩბოლი “ამოქაჩა” და დღეს საღამოს ფინალში ფედერერს შეხვდება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)