როჯერ ფედერერი – ტრიუმფი საიუბილეო ფინალში

მსოფლიო ჩოგბურთი 14-ნოე, 20:539 datopagava23 1559


პარიზული ფინალის წინ როჯერ ფედერერი აცხადებდა, რომ გადამწყვეტ მატჩს მომზადებული შეხვდა და მოგების საფუძვლიანი იმედიც ჰქონდა: “ცონგასთან აქამდე რვაჯერ ვითამაშე და ხუთ პაექრობაში გამარჯვება მხვდა წილად. კორტზე მის პირისპირ დადგომა არ მაშინებს. ჟო-ვილფრიდთან უფრო საწყისი ეტაპის შეხვედრას ვუფრთხოდი, საფინალოდ კი კარგად ვარ მომზადებული”. ამგვარი ოპტიმისტური განწყობა ჰქონდა “მხიარულ როჯერს”. იგი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც “მასტერზ1000”-ის ცხრავე ტურნირის მინიმუმ ფინალში გასვლა შეძლო. აქამდე “მხიარულ როჯერი” მხოლოდ პარიზის შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩამდე არ იყო “მისული”, თუმცა შვეიცარიელმა გუშინ ჩეხი ტომაშ ბერდიხის ძლევის შემდეგ, ეს “ნაკლიც” აღმოფხვრა. ამასთან, პარიზის ტურნირის გადამწყვეტი ასპარეზობა ფედერერისთვის ATP tour-ის -ის შეჯიბრებების 99 ფინალი იყო. ამ მატჩებში შვეიცარიელს 68 მოგება და აქედან გამომდინარე ტიტული ჰქონდა, 30 შემთხვევაში კი მან კორტი წაგებით გულდამძიმებულმა დატოვა.
სერიოზული ორთაბრძოლისთვის ემზადებოდა ჟო-ვილფრიდ ცონგაც: “შევეცდები აგრესიულად ვითამაშო, რადგან თუკი მეტოქის შეცდომებს დაველოდე და თავად არ ვიაქტიურე, წაგება არ ამცდება. ურთულესი დაპირისპირება მელის, მაგრამ საკუთარი შანსის გამოყენებას შევეცდები”. აქვე შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ცონგა ამ ტურნირის ჩემპიონი გახდა.
პირველ პარტიაში ფედერერის უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა. როჯერმა ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და ორივე შემთხვევაში ბრეიკ-პოინტი გაახერხა. აქედან გამომდინარე, საწყისი სეტიც 6:1 მოიგო. მეორე პარტია კი გაცილებით უფრო დაძაბული გამოდგა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც შვეიცარიელმა 7:3 იმარჯვა და მასთან ერთად პარიზის ტურნირის ფინალიც 6:1, 7:6 მოიგო.
ასე და ამგვარად, როჯერ ფედერერმა ზედიზედ მოგებულ მატჩთა რაოდენობა 12-მდე გაზარდა, პირველად მოახერხა პარიზის მასტერზში გამარჯვება, 20 ნოემბერს კი, ლონდონის ATP tour-ის შემაჯამებელ ასპარეზობაში ჩაებმება და მის გულშემატკივრებს არცთუ უსაფუძვლო იმედი აქვთ, რომ მათი საყვარელი მოთამაშე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქშიც იმარჯვებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (194)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი