ცონგას ნახტომი და როჯერის ახალი ნიშნულები

მსოფლიო ჩოგბურთი 14-ნოე, 20:569 datopagava23 1593


პარიზის ტურნირი რამდენიმე ასპექტით მნიშვნელოვანი გამოდგა როჯერ ფედერერისთვის. შვეიცარიელმა მას შემდეგ, რაც 30 წლის გახდა, პირველი შეჯიბრება მოიგო, ბერსის კორტებზე მიმდინარე ასპარეზობის მსვლელობისას კარიერის 800-ე სამატჩო გამარჯვება იზეიმა, მეასე ფინალში ითამაშა, პირველად იმარჯვა პარიზის ტურნირში, ამასთან, მასტერზის შეჯიბრებებზე პირველობის დაუფლების რაოდენობით მეორე ადგილზე გავიდა. “მხიარულმა როჯერმა” საფრანგეთის დედაქალაქში თავისი 18-ე სამასტერზო წარმატება იზეიმა და ამ მაჩვენებლით ანდრე აგასის გადაასწრო. ამერიკელს 17 წოდება აქვს, პირველ ადგილზე კი რაფა ნადალია. ესპანელს აქტივში მასტერზის 19 ტურნირის გამარჯვებულის ტიტული აქვს მოპოვებული.
მკითხველს კიდევ ერთ საყურადღებო სტატისტიკას გავაცნობთ. 2011 წელს მასტერზის 9 ტურნირი ჩატარდა და მათი გამარჯვებულები მხოლოდ ის ჩოგბურთელები გახდნენ, რომლებიც პლანეტის რეიტინგსიაში მოწინავე ოთხეულის ბინადრები არიან. ინდიან-უელსში, მაიამიში, მადრიდში, რომსა და მონრეალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იპირველა, რაფა ნადალმა (2) მონტე-კარლოში იმარჯვა, ენდი მარეი (3) უძლიერესი ცინცინატისა და შანხაიში იყო, როჯერ ფედერერმა (4) კი პარიზის ტურნირი პირველად მოიგო.
გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგსიას რაც შეეხება, მამაკაცთა შორის მოწინავე ათეულში სერბი იანკო ტიპსარევიჩი და ესპანელი ნიკოლას ალმაგრო “შეიჭრნენ” (მათ სოდერლინგი და მონფისი მეორე ათეულში დააქვეითეს), პარიზის ტურნირის ფინალისტმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ კი 2 საფეხურით წაიწია წინ და სადღეისოდ მეექვსე ადგილზეა.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)