Image

ჯოკოვიჩი და ნადალი ჯგუფში ჩარჩნენ

მსოფლიო ჩოგბურთი 26-ნოე, 11:419 Sportnews 2466


















ლონდონში მიმდინარე შემაჯამებელმა ტურნირმა დიდი სენსაციები შემოგვთავაზა, მსოფლიოს ნომერ პირველი ორი ჩოგანი ჯოკოვიჩი და ნადალი ჯგუფში ჩარჩნენ და ნახევარფინალში ვერ გავიდნენ.

შევეცდები მოკლედ შევაჯამო ლონდონში მიმდინარე ტურნირი. აშკარაა და გამოსარჩევია, როჯერ ფედერერის თამაში, რომელმაც სამიდან სამი მოგება მოიპოვა, ნადალს შავი დღე აყარა (6:3, 6:0) და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავა. ფედერერთან ერთად ჯგუფიდან ცონგა გავიდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში დაამარცხა ნადალი.

რაც შეეხება მეორე ჯგუფს , აქაც დიდი სენსაცია დაფიქსირდა, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჯგუფში ჩარჩა. თავიდანვე აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მარი ტრავმის გამო ტიპსარევიჩმა ჩაანაცვლა. ამ ჯგუფიდან ნახევარფინალში ბერდიხი და ფერერი გავიდნენ და ჯგუფში ორი სერბი ჩოგბურთელი ჩატოვეს.

დღეს გაიმართება ორივე ნახევარფინალი, 18:15 წუთზე ერთმანეთს შვეციარიელი ჩოგბურთელი ფედერერი ესპანელ ფერერს დაუპირისპირდება, მოგვიანებით ღამე კი მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ცონგა და ბერდიხი დაუპირისპირდებიან.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა