ანა ტატიშვილმა თბილისი 2015-ის ასაკის ჩოგბურთელებისათის მასტერ კლასი გამართა

ქართული ჩოგბურთი 13-აპრ, 14:499 Sportnews 3133


საქართველოს პირველმა ჩოგანმა, მსოფლიო კლასიკიფიკაციით 85-ე ადგილზე მყოფმა ანა ტატიშვილმა 12 აპრილს ლეილა მესხის სახელობის კორტებზე ბავშვთა ასაკის გოგონებისათვისა და ბიჭებისათვის საჩვენებელი ვარჯიში და მასტერ-კლასი გამართა.

ტატიშვილმა იმ ასაკის პატარებთან ივარჯიშა, რომელსაც თბილისის 2015 წლის ევროპის ოლიმპიური ფესტივალისათვის მზადების პროცესში არიან ჩართულნი. ტატიშვილის მასტერ-კლასს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ლეილა მესხი და თბილისი 2015-ის სპორტული დირექტორი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსი - ირაკლი სამყურაშვილი დაესწრნენ.

საქართველოს პირველი ჩოგანი თბილიში კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებს, 15 აპრილს კი ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გაემგზავრება, სადაც 18-21 აპრილს საქართველოს ქალთა ნაკრები ფედერაციის თასზე ევროპა-აფრიკის II ზონის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ფედერაციის თასზე ტატიშვილთან ერთად სოფო შაფათავა და სოფო ქვაცაბაია ითამაშებენ, გუნდის კაპიტანი კი ლალი ზერეკიძე იქნება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
zuka123 16 აპრილი 2012 11:12
რაულიტო,
:დ
Sportnews 13 აპრილი 2012 23:54
ციტატა: admin
მასტერკლასს მესხი უნდა მართავდეს და არა ტატიშვილი


რა მესხი უნდა მართავდეს, მაგან დაღუპა ქართული ჩოგბურთი
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 13 აპრილი 2012 21:28
მასტერკლასს მესხი უნდა მართავდეს და არა ტატიშვილი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (134)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი