<<>>

წლის დაბრუნება ამერიკის ღია პირველობაზე

ამერიკის ღია პირველობა 05-სექ, 10:549 Sportnews 3326


გუშინ ამერიკის ღია პირველობაზე ალბათ წლის საუკეთესო შეხვედრა ვიხილეთ, 1/8 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დელ პორტო და დომენიკ ტიმი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა უდავოდ დიდ ინტერეს იწვევდა, მაგრამ სანახაობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

შეხვედრა 3 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა. არადა საწყისი ორი სეტში ახალგაზრდა ტიმმა ძალიან მარტივად 6-1,6-2 იმარჯვა და გულშემატკივარი მარტივ დასასრულსაც ელოდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა დელ პოტრო, რომელმაც 0-2 დან შეხვედრა შემოატრიალა, მეოთხე სეტში გადაარჩინა რამდენიმე მატჩ პოინტი და საბოლოოდ 5 სეტში 1-6 , 2-6 , 6-1 , 7-6 , 6-4 იმარჯვა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში დელ პოტროს აქტიურად გულშემატკივრობდნენ არგენტინელი და არა მხოლოდ არგენტინელი ქომაგები, კორტზე ამ მხრივ დელ პოს სრული უპირატესობა ჰქონდა. შეიძლება მის დაბრუნებაში ამ ფაქტორმა იქონია დიდი გავლენა, მაგრამ როგორც წესი არგენტინელისგან ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის მიჩვეული ვართ. მატჩი მართლაც ძალიან სანახაობრივი გამოვიდა და წაგების მიუხედავ უნდა ითქვას, რომ ტიმიც ბრწყინვალედ თამაშობდა.

1/4 ფინალში არგენტინელ ჩოგბურთელს გაცილებით ძლიერი და ნაცნობი მეტოქე როჯერ ფედერერი ელოდება, შვეიცარიელმა თავის მხრივ მარტივად 3 სეტში 6:4, 6:2 , 7:5 მოახერხა კოლშრაიბერის დამარცხება. ვიმედოვნოთ, რომ წინ კიდევ უფრო მაგარი შეხვედრა გველოდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (43)
ივლისი 2020 (166)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (210)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი