Image

სნეიდერი: კენჭისყრამ რთული მეტოქე გვარგუნა

ფეხბურთი 21-მარ, 22:259 რაულიტო 735


















რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის წილისყრა გაიმართა და თურქული "გალათასარაი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა.

საყოველთაო აზრით ამ წყვილის უპირობო ფავორიტი ჟოზე მოურინიოს გუნდია. ამ აზრს "გალათასარაის" ჰოლანდიელი ლეგიონერი ვესლი სნეიდერი კატეგორიულად არ ეთანხმება.


"რასაკვირველია კენჭისყრამ რთული მეტოქე გვარგუნა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ. "გალათასარაიში" არაერთი ჩინებული მოთამაშე ასპარეზობს და "რეალს" დაუნდობელ ბრძოლას გავუწევთ.

"სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე მრავალი შეხვედრა ჩამიტარებია და ამ სტადიონზე გამეფებული ატმოსფერო ჩემთვის უცხო არ გახლავთ. ჟოზე მოურინიოსა და "რეალის" ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საფეხბურთო მოედანზე ჩემგან არანაირ დანდობას არ მიიღებენ. „გალათასარაი“ საკუთარი გულშემატკივრებისა და სრულიად თურქეთის გახარებას შეეცდება. მომავალ მატჩებს მოუთმენლად ველი". - განაცხადა ვესლი სნეიდერმა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FCB 22 მარტი 2013 15:24
Nike,

გადაუვლოს ცოტა ადრეული ნათქვამია :D :D
Nike 21 მარტი 2013 23:46
შანსი არ გაქვთ სნეი, რეალი გადაგივლით 6
Sportnews 21 მარტი 2013 22:46
სნეიდერი მაგრად მევასება, რეალი შეცდა ეს კაცი რომ გაუშვა, მაგარია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (210)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა