რამდენიმე საათი ელიტრაუნდამდე - U17 სერბეთით იწყებს!

ფეხბურთი / საქართველო 24-მარ, 23:079 რაულიტო 2006


საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, დღეს ბოლო ვარჯიში გამართა სლოვაკეთის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე. გიორგი დევდარიანმა გუნდი მსუბუქად ავარჯიშა და მინიმალურად დატვირთა; რის შემდეგაც, პატარა „ჯვაროსნები“ სლოვაკეთიდან ავტობუსით გაემგზავრნენ ვენაში.

ჩვენი გუნდი ვენაში, სასტუმრო „JUFA“ - შია დაბინავებული. ჩვენი მეტოქეებიდან, ამავე სასტუმროში ცხოვრობენ სერბები და ირლანდიელები. ხოლო ავსტრიელები, სარგებლობენ რა მასპინძლის სტატუსით, ცალკე სასტუმროში არიან.

17-წლამდელთა ელიტრაუნდის მეორე ჯგუფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ითამაშებს. ჩვენი მეტოქე სერბეთის ნაკრები იქნება და შეხვედრა თბილისის დროით დღის 2 საათზე დაიწყება.

25 მარტი

14:00 - სერბეთი - საქართველო

სტადიონი „WFV ჰირშტეტენი“

მსაჯი - სერგიუ დერენოვი (მოლდოვა)

22:00 - ირლანდია - ავსტრია


27 მარტი

14:00 - საქართველო - ირლანდია

სტადიონი „WFV ჰირშტეტენი“

მსაჯი - სერგიუ დერენოვი (მოლდოვა)

22:00 - სერბეთი - ავსტრია

30 მარტი

18:00 - ირლანდია - სერბეთი

18:00 - ავსტრია - საქართველო

სტადიონი „ფურ ვიენი“

მსაჯი - იაროსლავ კოზიკი (უკრაინა)

აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი გუნდის 18-კაციან განაცხადს:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“)

მცველები: აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ყველა „საბურთალო“), ომარ პატარკაციშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

ნახევარმცველები: ზურაბ მალანია („ბაია“, ზუგდიდი), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი რუხაძე (ყველა „საბურთალო“), თენგიზ გოროზია („დინამო“ თბილისი), გიორგი ბერიძე („ჩიხურა“, საჩხერე)

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია კერძევაძე („ჩიხურა“, საჩხერე), გრიგოლ ჩაბრაძე, რევაზ ბარამიძე (ორივე „საბურთალო“), რომან ჭანტურია („ემპოლი“, იტალია)

გუნდში საბრძოლო განწყობაა. „ეს ჩვენი შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და შარშანდელი 17-წლამდელების მსგავსად, ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ, ხალხი გავახაროთ“ - ამბობენ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები.
ვენაში კი, საკმაოდ ცივა და მცირე თოვლიცაა. როგორც ცნობილია, გამოდარებას არ აპირებს და სავარაუდოდ, ხვალ 17-წლამდელებს ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში მოუწევთ თამაში.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (263)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი