ახალგაზრდულმა ავსტრიული შეკრება მალაიზიის შტურმით დაასრულა

ფეხბურთი / საქართველო 26-მარ, 23:199 რაულიტო 1382


მალაიზიის ნაკრებთან შეხვედრით, ალექსანდრე ჩივაძის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაასრულა. ამ საღამოსვე, ფეხბურთელები უკვე თავიანთ კლუბებს მიაშურებენ.

მართალია, თავიდან ცნობილი იყო, რომ 26 მარტს U21 ხორვატიის ნაკრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა, ხორვატებმა ბოლო დღეებში უარი განაცხადეს და ახალი სპარინგ-პარტნიორის მოძებნა გახდა საჭირო. ვინაიდან, მალაიზიის ნაკრები შეკრებას ავსტრიაში გადიოდა, არჩევანიც მათზე შეჩერდა.

მატჩი ვენაში ჩატარდა. დიდთოვლობის გამო, არსებობდა საფრთხე, რომ ტესტ-მატჩი ვეღარ გაიმართებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა და საბოლოოდ, ქართველები და მალაიზიელები ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ.

ალექსანდრე ჩივაძის ფეხბურთელებმა მეტოქე ძალიან დიდი სხვაობით - 7:1 დაამარცხეს. ჰეთ-თრიქი შეასრულა გიორგი ჭანტურიამ. თითო გოლი გაიტანეს ლაშა პარუნაშვილმა, ჯაბა ჯიღაურმა, გიორგი ილურიძემ და ლაშა ჩაფიძემ.

მატჩში თერთმეტმეტრიანიც დაინიშნა მალაიზიელთა კარის მიმართულებით და გიორგი ჭანტურიას დარტყმული მეკარემ მოიგერია; დამატებაზე კი, ყველას ლაშა პარუნაშვილმა დაასწრო და ასე გაიტანა „თავისი წილი“ გოლი. მალაიზიელებმა ერთადერთი საპასუხო ბურთი მე-80 წუთზე გაიტანეს და ეს იყო და ეს.

26 მარტი. 2013. ავსტრია, ვენა.

საქართველოU21 – მალაიზიაU21 7:1 (4:0) ამხ

საქართველოU21: მეშველიანი (ტყეშელაშვილი 46), ტვილდიანი, კობახიძე (გაგნიძე 46), კოხია (ჯგერენაია 65), კვეკვესკირი, გიგაური, ჯიღაური (ილურიძე 46), პაპავა, პარუნაშვილი (ჩაფიძე 46), ყაზაიშვილი, გ.ჭანტურია

მთ.მწვრთნელი - ალექსანდრე ჩივაძე

გოლები: გ.ჭანტურია (5, 14, 81), პარუნაშვილი (27), ჯიღაური (32), ილურიძე (66), ჩაფიძე (84)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 27 მარტი 2013 16:50
მალაიზიას რა საზიზღარი ნაკრები ყოლია :D
რაულიტო 26 მარტი 2013 23:48
love რამგადარია ესენი ასე wink ყოჩაღ +1



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (263)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი