პელეგრინი: „შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს“

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 05-აპრ, 19:039 რაულიტო 1173


”მალაგასა” და ”დორტმუნდის” მატჩის შემდეგ (0:0) ესპანური კლუბის ჩილელმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ მის გუნდს შეუძლია ლიგის ნახევარფინალში გასვლა.

”ისეთი შედეგი დაფიქსირდა, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ორივე გუნდს უტოვებს. ჩვენ განწირულები არ ვართ. ვფიქრობ, გულშემატკივარმა კარგი, სანახაობრივი ფეხბურთი იხილა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, შედეგს კი კანონზომიერად მივიჩნევ.” - თქვა მან.

”ჩვენ ესპანეთში მოსაგებად ჩამოვედით და საწყენია, ამის გაკეთება რომ ვერ შევძელით. არადა, არაერთი შანსი გვქონდა გასატანად. განმეორებითი შეხვედრა რთული იქნება, მაგრამ ფავორიტები ვართ და სტატუსი უნდა გავამართლოთ. ამ მატჩში კი რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნა გვეტყობოდა.” - ეს კი ”დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის სიტყვებია.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი