Image

იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში ჩამოვლენ... კახა კალაძეს ფეხბურთიდან მილანის ძველი და ახალი ფეხბურთელები გააცილებენ...

ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი 06-აპრ, 18:139 რაულიტო 4791


















საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ამჟამად კი ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, 2012 წლის მაისში საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მაშინვე განაცხადა, რომ პოლიტიკაში გააგრძელებდა საქმიანობას. ფეხბურთის მსგავსად, კალაძის საქმიანობა პოლიტიკაშიც კარგად აეწყო - „ჯვაროსანთა“ გუნდის ყოფილი კაპიტანი, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი გახლდათ და 2012 წლი ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამჟამად კალაძე, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და ენერგეტიკის მინისტრი გახლავთ...

კახა კალაძემ, ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს განაცხადა,რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით გამოსათხოვარი მატჩის ორგანიზებას გააკეთებდა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელების გარდა, კიევის დინამოდან“, იტალიური „მილანიდან“ და „ჯენოადან“ მისი ყოფილი თანაგუნდელები მიიღებდნენ მონაწილეობას. კალაძემ სიტყვას საქმე მოაყოლა და საჯაროდ განაცხადა ამ მატჩის ჩატარების შესახებ...

„ვფიქრობ, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს დიდებული ზეიმი იქნება, რომელიც მიმდინარე წლის 31 მაისს „დინამო-არენაზე“ ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები. ასევე, „მილანიდან“ და კიევის „დინამოდან“ ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელების ჩამოსვლას ველოდები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, ქართულ ფეხბურთში კახა კალაძე ყველაზე ტიტულოვანია. მან საფეხბრთო კარიერა მშობლიურ „სამტრედიაში“ დაიწყო. შემდეგ ასპარეზობდა თბილისის „დინამოში“, სადაც 5-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და 4-ჯერ მოიპოვა ქვეყნის თასი. კიევის „დინამოში“ თამაშისას, კახა კალაძემ 3-3 ჯერ მოიპოვა უკრაინის ჩემპიონობა და უკრაინის თასი. იტალიური გრანდის, „მილანის“ შემადგენლობაში კი კახა კალაძე თითოჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, იტალიის თასისა და იტალიის სუპერთასის მფლობელი. კალაძემ 2-ჯერ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა და ასევე 2-ჯერ გახდა უეფას სუპერთასის მფლობელი. 2007 წელს, კახა კალაძემ „მილანის“ რიგებში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. საქართველოს ენერგეტიკის ამჟამინდელი მინისტრი, 5-ჯერ დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. კახა კალაძე 1996-2011 წლებში საქართველოს ნაკრებში ასპარეზობდა და ეროვნული გუნდის კაპიტანი გახლდათ. „ჯვაროსანთა“ გუნდის მაისურით კალაძემ 83 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 7 აპრილი 2013 12:36
საინტერესოა ვინ ჩამოვლენ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (170)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა