Sky Sports: ჩელსი მოურინიოს დაბრუნებას არ გამორიცხავს. Sports.es: ჟოზეს ანდრე ვილაშ-ბოაში შეცვლის?

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 12-აპრ, 17:269 რაულიტო 1367

ესპანური გამოცემები კვლავ დაჟინებით ამტკიცებენ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის „რეალს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დატოვებს. ესპანურ გამოცემებსა და საიტებზე, მოურინიოს სავარაუდო მემკვიდრეზე არაერთგვაროვანი ინფორმაციები ვრცელდება...

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ცნობის თანახმად, „რეალის“ მეკარე იკერ კასილასმა და მცველმა სერხიო რამოსმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენეს, ფორმულირებით - ან ჩვენ, ან მოურინიო. პერესის სურვილია, „სამეფო კლუბში“ ახალი სეზონი მოურინიომაც დაიწყოს, კასილასმაც და რამოსმაც და ვნახოთ, ეს რამდენად შესაძლებელი იქნება.

თავად, ჟოზე მოურინიომ კი განაცხადა, რომ ჯერ არ იცის დარჩება თუ არა „რეალში“ და ამას სეზონის ბოლოს გადაწყვეტს.

„მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ფლორენტინო პერესთან მექნება მოლაპარაკება. პერესი მხოლოდ ჩემი ხელმძღვანელი კი არა, მეგობარიცაა. ასე რომ, სეზონის დასრულების შემდეგ დავსხდებით და მეგობრულ ვითარებაში ყველაფერს გადავწყვეტთ“, - Marca-სთან კომენტარში აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.

ბრიტანულ გამოცემებში კი „ჩელსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის ოფიციალური კომენტარი გამოჩნდა, რომელში „არისტოკრატთა“ კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩის „მარჯვენა ხელი“, „სტემფორდ ბრიჯზე“ მოურინიოს დაბრუნებას არ გამორიცხავს...
„მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალს“ რომ დატოვებს, ეს არავისთვის სიახლე არ უნდა იყოს. თავად მოუც არ მალავს, რომ ინგლისში მუშაობა სურს. ამ რამდენიმე კვირის წინ, კერძოდ მარტში, ჟოზე კიდევ ერთხელ ეწვია ლონდონს და „ჩელსის“ მესვეურებს შეხვდა. მიმდინარე სეზონის დასრულებამდე თვეზე მეტია დარჩენილი და „ჩელსის“ ხელმძღვანელები, „სტემფორდ ბრიჯზე“ მოურინიოს დაბრუნების დადასტურებაზე ჯერჯერობით თავს იკავებენ, მაგრამ ამას უკვე აღარ გამორიცხავენ...

„ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ, მათ შორის, არ გამოვრიცხავთ „ჩელსიში“ მოურინიოს“ დაბრუნებას. მართალია, მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, რაფაელ ბენიტესი დატოვებს, მაგრამ, ახალი მწვრთნელის მოძიებაზე, მუშაობა ჯერ არ დაგვიწყია. თუმცა, ამაზე ვფიქრობთ და კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩთან ერთად, არაერთ ვარიანტს განვიხილავთ“, - ბრიტანულ Sky Sports.es -სთან საუბარში განაცხადა „ჩელსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბრიუს ბეკმა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

Filtered Filtered

მოიწონეთ სტატია

კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 12 აპრილი 2013 21:05
ვილაშ-ბოაშს რეალში რა უნდა ?
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი

შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (53)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)