Mirror: მოურინიომ ჩელსიში დაბრუნება გადაიფიქრა და რეალში რჩება...

ფეხბურთი 15-აპრ, 21:549 რაულიტო 1224


უკვე კვირაზე მეტია, რაც ბრიტანულ ტაბლოიდებთან ერთად, ესპანური გამოცემებიც დაჟინებით წერენ, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანვე, „სამეფო კლუბს“ დატოვებს და ლონდონის „ჩელსის“ ჩაიბარებს. მარტის ბოლოს პორტუგალიელი მწვრთნელი ლონდონში იმყოფებოდა და

მხარებს შორის მოლაპარაკების მთავარ რაუნდი სწორედ იქ დაიწყო და როგორც ჩანს აქამდე გრძელდებოდა...
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა Mirror–მა სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოურინიომ „ჩელსიში“ დაბრუნება გადაიფიქრა...

Mirror: მოურინიომ ჩელსიში დაბრუნება გადაიფიქრა და რეალში რჩება...


ჟოზე მოურინიომ „რეალიდან“ აბარგება და „ჩელსიში“ დაბრუნება გადაიფიქრა. ოფიციალური ინფორმაციით, მოუს გადაწყვეტილება „რეალის“ ბოლოდროინდელმა წარმატებებმა შეაცვლევინა. მართალია, ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი „სამეფო კლუბი“ ოქროს მედლებს ვერ შეინარჩუნებს, მაგრამ ვიცე–ჩემპიონობას, ალბათ, არავის დაუთმობს. გარდა ამისა, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და საკმაო შანსი აქვს, რომ არსებობის ისტორიაში მეათედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. საგულისხმოა ის, რომ მოურინიომ 4 სხვადასხვა გუნდი ( „პორტუ“, „ჩელსი“, „ინტერი“, „რეალი) მეშვიდედ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ამასთან, ჟოზემ, „პორტუსა“ და „ინტერს“ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და ახლა იგივეს გაკეთებას „რეალით“ ცდილობს.
პირველი და ოფიციალური ვერსიით, მოურინიოს „რეალის“ ბოლო წარმატებების გამო არ უნდა გუნდის დატოვება. მეორე, არაოფიციალური ვერსია ბევრად უფრო დამაინტრიგებელია – „ჩელსიში“ დაბრუნების სანაცვლოდ, მოურინიომ, ხელფასის სახით წლიური 14 მილიონი ევრო მოითხოვა. რაზეც, „არისტოკრატები“ ჯერ დაფიქრდნენ, მერე კი მოუს უარი შეუთვალეს და ამიტომაც ჟოზემ „რეალიდან“ წასვლა გადაიფიქრა. მით უმეტეს, კათოლიკური აღდგომის დღესასწაულზე, „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მოურინიოს შეხვდა და შეეცადა გუნდში დარჩენაზე დაეთანხმებინა. პერესი ჟოზეს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში ხელფასის გაზრდას დაპირდა. თუ რამდენით გაიზრდება მოუს ჰონორარი, ამაზე მხარეები სეზონის დასრულებისთანავე დაილაპარაკებენ“, – წერს ბრიტანული Mirror–ი.

როგორც ხედავთ, მეორე ვერსია ძალზე ახლოსაა რეალობასთან. შესაბამისად, მოურინიო ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს... ლიგის ნახევარფინალში „რეალის“ მეტოქე დორტმუნდის „ბორუსიაა“. ჟოზე უკვე შეუდგა მეტოქე გუნდის შესწავლას და ამ მიზნით გერმანიასაც კი ეწვია. მოურინიო ფიურტში ჩაფრინდა და გერმანული ბუნდესლიგის 29–ე ტურის მატჩს დაესწრო, რომელშიც „ფიურტმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა.დორტმუნდელებმა ფიურტელებს პირველი ტაიმი 5:0 მოუგეს, საბოლოო ჯამში კი იურგენ კლოპის გუნდმა 6:1 იმარჯვა და მეორე ადგილზე პოზიციები გაიმყარა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)