Image

გარეთ ბეილი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელია

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 30-აპრ, 16:059 რაულიტო 1262


















ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ - PFA - 2012-2013 წლების სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფურის უელსელი შემტევი ნახევარმცველი გარეთ ბეილი დაასახელა. მანვე მოიგო სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი.

23 წლის ფეხბურთელმა PFA-ს ვერსიით მეორედ მოიპოვა სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტული. პირველად 2011 წელს. ინგლისში უძლიერეს მოთამაშეს პროფესიონალ ფეხბურთელთა გარდა ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციაც ასახელებს - FWA.

მანჩესტერ იუნაიტედის ჰოლანდიელი ბომბარდირი რობინ ვან პერსი და ნახევარმცველი მაიკლ ქერიკი; ლონდონის ჩელსის ბელგიელი ახალწვეული ედენ აზარი და ესპანელი გამთამაშებელი ხუან მატა; ლივერპულის ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი - გარეთ ბეილმა სწორედ ამ ფეხბურთელებთან კონკურენციაში მოიპოვა მთავარი პრიზი.

კრიშტიანუ რონალდუს, ტიერი ანრის, ალან შირერის და მარკ ჰიუზის შემდეგ გარეთ ბეილი მხოლოდ და მხოლოდ მეხუთე მოთამაშეა, რომელმაც PFA-ს საუკეთესო მოთამაშის ტიტული მეორედ მოიგო.

მიმდინარე სეზონი ბეილის კარიერაში უდაოდ საუკეთესოა: პრემიერლიგაში 19 გოლი გაიტანა, საერთო ჯამში კი 40 ოფიციალურ შეხვედრაში 24 გოლი მიითვალა. ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში, უიგანთან მატჩში ბეილმა ტოტენჰემ ჰოთსფურის მაისურით საიუბილეო, მე-200 შეხვედრა ჩაატარა. თებერვალში ის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

უელსელმა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულიც მოიგო. PFA-ს რეფერენდუმის ისტორიაში ის მხოლოდ მესამეა, რომელმაც ერთდროულად ჩაიბარა ორივე პრიზი: 1977 წელს შეძლო ენდი გრეიმ, 2007 წელს კი კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხეს იგივე.

* * *
ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი:

(PFA - პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია)
2013 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემ ჰოთსფური; უელსი), 2012 - რობინ ვან პერსი (არსენალი; ჰოლანდია), 2011 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემ ჰოთსფური; უელსი), 2010 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 2009 - რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი), 2008 - კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია), 2007 - კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია), 2006 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული), 2005 - ჯონ ტერი (ჩელსი), 2004 - ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი), 2003 - ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი), 2002 - რუუდ ვან ნისტელროი (მანჩესტერ იუნაიტედი; ჰოლანდია), 2001 - ტედი შერინგემი (მანჩესტერ იუნაიტედი), 2000 - როი კინი (მანჩესტერ იუნაიტედი; ირლანდია), 1999 - დავიდ ჟინოლა (ტოტენჰემ ჰოთსფური; საფრანგეთი), 1998 - დენის ბერხკამპი (არსენალი; ჰოლანდია), 1997 - ალან შირერი (ნიუკასლ იუნაიტედი), 1996 - ლეს ფერდინანდი (ნიუკასლ იუნაიტედი), 1995 - ალან შირერი (ბლექბერნ როვერსი), 1994 - ერიკ კანტონა (მანჩესტერ იუნაიტედი; საფრანგეთი), 1993 - პოლ მაკგრათი (ასტონ ვილა; ირლანდია), 1992 - გარი პალისტერი (მანჩესტერ იუნაიტედი), 1991 - მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი), 1990 - დევიდ პლატი (ასტონ ვილა), 1989 - მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი), 1988 - ჯონ ბარნსი (ლივერპული), 1987 - კლაივ ალენი (ტოტენჰემ ჰოთსფური), 1986 - გარი ლინეკერი (ევერტონი), 1985 - პიტერ რიდი (ევერტონი), 1984 - იან რაში (ლივერპული; უელსი), 1983 - კენი დალგლიში (ლივერპული; შოტლანდია), 1982 - კევინ კიგანი (საუთჰემპტონი), 1981 - ჯონ უორკი (იფსვიჩ თაუნი; შოტლანდია), 1980 - ტერი მაკდერმოტი (ლივერპული), 1979 - ლაიამ ბრეიდი (არსენალი; ირლანდია), 1978 - პიტერ შილტონი (ნოტინგემ ფორესტი), 1977 - ენდი გრეი (ასტონ ვილა; შოტლანდია), 1976 - პატ ჯენინგსი (ტოტენჰემ ჰოთსფური; ჩრდილოეთ ირლანდია), 1975 - კოლინ ტოდი (დერბი ქაუნთი),1974 - ნორმან ჰანტერი (ლიდს იუნაიტედი)

შენიშვნა: ეროვნება მითითებული აქვთ მხოლოდ არაინგლისელებს


ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები:

(PFA - პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია)
2013 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემ ჰოთსფური; უელსი), 2012 - კაილ უოკერი (ტოტენჰემ ჰოთსფური), 2011 - ჯეკ უილშირი (არსენალი), 2010 - ჯეიმს მილნერი (ასტონ ვილა), 2009 - ეშლი იანგი (ასტონ ვილა), 2008 - სესკ ფაბრეგასი (არსენალი; ესპანეთი), 2007 - კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია), 2006 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 2005 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 2004 - სკოტ პარკერი (ჩარლტონ ატლეტიკი/ჩელსი), 2003 - ჯერმენ ჯენასი (ნიუკასლ იუნაიტედი), 2002 - კრეიგ ბელამი (ნიუკასლ იუნაიტედი; უელსი), 2001 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული), 2000 - ჰარი კიუელი (ლიდს იუნაიტედი; ავსტრალია), 1999 - ნიკოლა ანელკა (არსენალი; საფრანგეთი), 1998 - მაიკლ ოუენი (ლივერპული), 1997 - დევიდ ბექემი (მანჩესტერ იუნაიტედი), 1996 - რობი ფაულერი (ლივერპული), 1995 - რობი ფაულერი (ლივერპული), 1994 - ენდი კოული (ნიუკასლ იუნაიტედი), 1993 - რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი), 1992 - რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი), 1991 - ლი შარპი (მანჩესტერ იუნაიტედი), 1990 - მეტ ლე ტისიე (საუთჰემპტონი), 1989 - პოლ მერსონი (არსენალი), 1988 - პოლ გესქოინი (ნიუკასლ იუნაიტედი), 1987 - ტონი ადამსი (არსენალი), 1986 - ტონი კოტი (ვესტ ჰემ იუნაიტედი), 1985 - მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი), 1984 - პოლ უოლში (ლუტონ თაუნი), 1983 - იან რაში (ლივერპული; უელსი), 1982 - სტივ მორანი (საუთჰემპტონი), 1981 - გარი შოუ (ასტონ ვილა), 1980 - გლენ ჰოდლი (ტოტენჰემ ჰოთსფური), 1979 - სირილ რეჯისი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი), 1978 - ტონი ვუდკოკი (ნოტინგემ ფორესტი), 1977 - ენდი გრეი (ასტონ ვილა; შოტლანდია), 1976 - პიტერ ბარნსი (მანჩესტერ სიტი), 1975 - მერვინ დეი (ვესტ ჰემ იუნაიტედი), 1974 -კევინ ბიტი (იფსვიჩ თაუნი)

შენიშვნა: ეროვნება მითითებული აქვთ მხოლოდ არაინგლისელებს

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა