მანძილი სიყვარულს ვერ კლავს

ფეხბურთი 06-მაი, 20:399 რაულიტო 1914


დაახლოებით ასე თქვა, "მილანის" მფლობელებისა და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილმა და როსონერის დირექტორატის წევრმა ბარბარა ბერლუსკონიმ თავის და მისი გუნდის ყოფილი ფეხბურთელის ალესანდრე პატოს სიყვარულზე.

ბარბარასა და "იხვის" რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც პატო "მილანში" ტრამვის გამო ვეღარ თამაშობდა, თითქმის ერთი წელი მკურნალობდა და ფაქტობრივად უსაქმოდ იყო. ქმარგაცილებულმა და ორი შვილის დედა ბარბარამ მასზე ბევრად უმცროს პატოს თვალი დაადგა, ლოგინშიც შეითრია და მაგრადაც დაითრია.

ეგონათ, წყვილი ურთერთობას მას შემდეგ შეწყვეტდა, რაც გასულ ზაფხულს პატო სამშობლოში დაბრუნდა და "კორინთიასში" ჩაირიცხა, მაგრამ ბარბარა იმის ქალი არ არის, ასე ადვილად დათმოს ახალგაზრდა და ლამაზი საყვარელი. თითქმის თვე არ გავა ოკეანის გაღმა არ გადაფრინდეს და ბრაზილიაში არ გაატაროს ერთი კვირა, რასაც დიდი სიყვარულით ხსნის.

ქალი არ მალავს, რომ პატოს მკლავებში ნებივრობა სტიმულს აძლევს, ბევრად ნაყოფიერად მუშაობს და თავის შვილებსაც უკეთეს დედობას უწევს. როდესაც ქორწინებაზე ჩამოუგდეს სიტყვა, ბერლუსკონის ქალმა მშვიდად მიუგო, რომ ისიც და პატოც ახალგაზრდები არიან, თავიანთი ურთერთობის განვითარებას აკვირდებიან და გადაწყვეტილებასაც ამის გათვალისწინებითაც მიიღებენ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი