მადლობის წერილი პლატინისგან

ფეხბურთი 07-მაი, 19:199 რაულიტო 2290


დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ 26-28 აპრილს თბილისში გამართული უეფას ფუტსალის თასის ფინალური ეტაპის უმაღლეს დონეზე ჩატარებისათვის მადლობის სპეციალური წერილი გამოუგზავნა.

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას პირველად მიეცა შესაძლებლობა მსგავსი რანგის ტურნირის მასპინძლობისა და ქართულმა მხარემ სრულად უზრუნველყო აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისათვის უეფას მიერ დადგენილ მოთხოვნების შესრულება. სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა თბილისში, უეფას ფუტსალის თასის ფინალური ეტაპის მიმდინარეობისას მოხსნილი რეკორდიც - ოთხივე მატჩს ამ ტურნირისათვის რეკორდული რაოდენობის - 23,863 მაყურებელი დაესწრო.

წერილში ხაზი გაესვა იმ პერსონალურ ღვაწლს, რომელიც სფფ-ის საორგანიზაციო კომიტეტის თითოეულმა წევრმა ტურნირის ორგანიზებისათვის გასწია. უეფას პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ტურნირის დირექტორს - დიმიტრი ბოკერიას, რომელმაც მთელ საორგანიზაციო გუნდთან ერთად ღირსეულად წარმართა უეფას ფუტსალის თასის ფინალური ეტაპი და ყველაფერი გააკეთა ტურნირის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად.

უეფას პრეზიდენტის ოფიციალური წერილში ხაზგასმულია ის მეგობრული თანამშრომლობა და მასპინძლობაც, რომელიც სფფ-მ უეფას წარმომადგენლებს ტურნირის მიმდინარეობისას გაუწია.

ჩვენის მხრივ კი, გვსურს დავამატოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის უეფას ფუტსალის თასის ფინალური ეტაპის მასპინძლობა უდიდესი გამოცდილება იყო. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმ ნდობის გამართლება, რასაც უეფა სფფ-ს უცხადებს. თითოეული ასეთი რანგის ღონისძიება ჩვენთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა გავიღრმაოთ ცოდნა და შევიძინოთ გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისათვის.

მადლობის წერილი პლატინისგან




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი