Le Parisien: პარი სენ ჟერმენმა არსენ ვენგერი თითქმის დაითანხმა! The Telegraph: ლონდონის არსენალს იოაჰიმ ლიოვი გაწვრთნის?

ფეხბურთი 09-მაი, 15:059 რაულიტო 1613


როგორც ჩანს, ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისას, მხოლოდ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი არ გათავისუფლდება. „სამეფო კლუბიდან“ ჟოზე მოურინიოს „ჩელსიში“ გადასვლის საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ, ჯერ უცნობია, თუ სად გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას „პარი სენ ჟერმენის“ თავკაცი

კარლო ანჩელოტი. ფრანგული გრანდის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ჯერ კიდევ აპრილში, საჯაროდ და ორაზროვნად განაცხადა, რომ თავად ანჩელოტის გადასაწყვეტია წავა თუ დარჩება. პსჟ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას 1/4 ფინალში გამოეთიშა და პარიზული კლუბის ამბიციური შეიხი მფლობელი ამ შედეგით უკმაყოფილოა. ყოველ შემთხვევაში, ფრანგული პრესის ინფორმაციით, „პარი სენ ჟერმენის“ მესვეურები გუნდისთვის ახალ თავკაცს ეძებენ და ფავორიტ კანდიდატად ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს განიხილავენ...
„17–წლიანი მუშაობის შემდეგ, კლუბის სიმბოლოდ შერაცხული, ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის გადაბირება ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ ჩაიფიქრა. პარიზული კლუბის მესვეურებმა, „არსენალის“ 63 წლის ფრანგი მწვრთნელის აგენტთან, წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართეს. მართალია, ვენგერის კონტრაქტის ვადა ლონდონურ კლუბთან 2014 წლის ივნისში იწურება, მაგრამ, „არსენალის“ ბოსები ვენგერით უკმაყოფილებას არ მალავენ. მით უმეტეს, ბოლო წლებია, რაც „არსენალი“ ტიტულის გარეშე ასპარეზობს. ამ ვითარებიდან გამომდინარე, სულაც არ უნდა იყოს მოულოდნელი, რომ ვენგერი „მეთოფეებს“ დაემშვიდობოს და სამშობლოში დაბრუნდეს.
პსჟ –ს მესვეურებსა და ვენგერს შორის მოლაპარაკება დაწყებულია, მთავარი რაუნდი კი მომდევნო კვირაში გაიმართება“, – წერს სოლიდური ფრანგული გამოცემა Le Parisien–ი.

Le Parisien: პარი სენ ჟერმენმა არსენ ვენგერი თითქმის დაითანხმა! The Telegraph: ლონდონის არსენალს იოაჰიმ ლიოვი გაწვრთნის?


ამ ინფორმაციას უკვე ავტორიტეტული ინგლისური გამოცემის ცნობა მოჰყვა, რომელშიც „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, არსენ ვენგერის შემცვლელის ვინაობაა დასახელებული...
„ფრანგული გრანდის, „პარი სენ ჟერმენის“ მესვეურებმა ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაში „არსენალის“ ფრანგ თავკაც არსენ ვენგერზე შეაჩერეს არჩევანი. ინგლისურ კლუბთან ვენგერის კონტრაქტის ვადა, მომავალ ზაფხულს იწურება, მაგრამ, ფინანსურად ძლიერ პარიზულ კლუბს, 63 წლის ფრანგი მწვრთნელი სანაცვლოდ, კომპენსაციის გადახდა არ გაუჭირდება. მოკლედ, თუ ეს ტრანსფერი შედგა, მაშინ ლონდონელ „მეთოფეებს“ მოუწევთ მწვრთნელის ძიება და ამ კლუბის ბოსებმა თადარიგი უკვე დაიჭირეს. მათ ვენგერის მემკვიდრედ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი შეარჩიეს. ჩვენი ინფორმაციით, თუ ლიოვი გერმანიის ნაკრებს დატოვებს და „არსენალს“ ჩაიბარებს, მაშინ გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობა, ნაკრების თავკაცად იუპ ჰაინკესს მიიწვევს, რომელიც მიუნხენის „ბაიერნს“ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს“, – ეს ინფორმაცია პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph–მა გაავრცელა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (189)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი