Image

ზლატან იბრაჰიმოვიჩი საუკეთესოდ აღიარეს

ფეხბურთი 20-მაი, 21:549 რაულიტო 1268


















საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა - UNFP - ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად პარი სენ-ჟერმენის შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღიარა. პირველობის ბომბარდირმა, რომელმაც 2012-2013 წლების სეზონში 29 გოლი გაიტანა და გოლეადორის ტიტული მოიპოვა, თანაგუნდელებს ტიაგო სილვას და ბლაიზე მატუიდის აჯობა, ასევე სენტ-ეტიენის წევრს პიერ-ემერიკ ობამეიანგს.

„ჩემთვის ეს ტიტული დიდი პატივია! აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს გამარჯვება ყველა ჩემი თანაგუნდელის დამსახურებაა. მე მათი მადლობელი ვარ"! - განაცხადა დაჯილდოების ცერემონიალზე იბრაჰიმოვიჩმა. 31 წლის სკანდინავიელი წლის საუკეთესო ფეხბურთელად საფრანგეთში პირველად აღიარეს, გასულ წლებში კი ეს ტიტული სამშობლოში 7-ჯერ მოიპოვა, იტალიაში კი 3-ჯერ.

ცნობისათვის: ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩემპიონის ტიტული მე-4 ქვეყანაში მოიგო. ის 2-ჯერ გახდა ჰოლანდიის პირველობის გამარჯვებული, 6-ჯერ მოიპოვა სერია ა-ს სკუდეტო, თითოჯერ კი ესპანეთის და საფრანგეთის ჩემპიონატებში იმარჯვა.

პარი სენ-ჟერმენის იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი წლის მწვრთნელი გახდა. მან ეს ტიტული სენტ-ეტიენის დამრიგებელ კრისტოფ გოტიესთან გაიყო. ანჩელოტი-მწვრთნელმა კარიერაში მესამე ქვეყნის პირველობა მოიგო: აქამდე მან იტალიის სერია ა-ში (2004, მილანი), და ინგლისის პრემიერლიგაში (2010, ჩელსი) იმარჯვა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა