"ბენფიკამ" ლაზარ მარკოვიჩი გაიფორმა

ფეხბურთი 11-ივნ, 14:429 rondo 1086


"ბენფიკაში" დაადასტურეს , რომ მათ გაიფორმეს ახალგაზრდა სერბი ფეხბურთელი ლაზარ მარკოვიჩი.

სერბული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად წოდებული ფეხბურთელი , აქამდე ბელგრადის "პარტიზანის" ღირსებას იცავდა და სულ ცოტან ხნის წინ გავრცელებული ცნობების თანახმად , ის "ჩელსიმ" შეიძინა და თითქოს "არისტოკრატები" 2 წლიანი იჯარით აპირებდნენ მარკოვიჩის ლისაბონში გაშვებას.

თუმცა , პორტუგალიური კლუბი აცხადებს , რომ მათ მოაწერეს 5 წლიან ხელშეკრულებას ხელი 19 წლის ფეხბურთელთან და "ჩელსის" ამ ტრანსფერთან არავითარი კავშირი არ აქვს .

"ბენფიკამ" 5 წლით გაიფორმა სერბი შემტევი მარკოვიჩი",-ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ასევე გამოქვეყნდა ფეხბურთელის კომენტარი და მისი გაცნხადებით , ის ძალიან მოხარულია ლისაბონურ კლუბში გადაბაარგებით და მათი საფეხბურთო სტილი ჯდება მის გემოვნებაში.

"ბენფიკა" თამაშობს ლამაზ და შემტევს ფეხბურთს , რაც შეესაბამება ჩემს თვისებებს"

"ვიცი , რომ ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგაზე , ამიტომ მე ძალიან მოტივირებული ვარ ",- ამბობს ბენფიკას ახალწვეული ლაზარ მარკოვიჩი.

19 წლის გარემარბი ბელგრადის "პარტიზანში" 2010 წლიდან თამაშობდა და ერთ-ერთი საუკეთსო იყო , თუ საუკეთესო -არა . სწორედ ამიტომ მიიპყრო ევროპული გრანდების ყურადღება ადრეულ ასაკში .

მან სერბეთის ჩემპიონატში "პარტიზანის" მაისურით სულ 46 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა , ხოლო ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2012 წელს სომხეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა. სულ ეროვნული გუნდის მაისური 7-ჯერ მოირგო და 1 გოლის გატანა მოახერხა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)