დღის ახალი ამბები

"არანაირი ლიდსი" - კვარაცხელიას აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

"არანაირი ლიდსი" - კვარაცხელიას აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა
9-07-2021, 09:48

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაცია ვრცელდება, ბოლოს იწერებოდა, რომ ფეხბურთელის შეძენით "ლიდსი" არის დაინტერესებული, მაგრამ ეს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა უარყო.

"ტყუილია რომ კვარაცხელიას შესაძლოა "ლიდსში" გადავიდეს, მისით ძირითადად იტალიური და ინგლისური გუნდები არიან დაინტერესებული, ჩვენ ვცდილობთ რომ ყველაზე სასურველი ვარიანტი ავარჩიოთ"

"მართლაც ლიდსის სპორტულ დირექტორთან მქონდა საუბარი და ეს  საუბრის დონეზე დარჩა, სავარაუდოა რომ უახლოეს 10 დღეში ყველაფერი გაირკვევა" - აცხადებს მამუკა ჯუღელი.





გაზიარება
მოინახულეს 1 613-ჯერ
კომენტარები
რეკლამა