დღის ახალი ამბები

"ბაიერნს" ალაბას ნაცვლად "რეალის" მცველი სურს

"ბაიერნს" ალაბას ნაცვლად "რეალის" მცველი სურს
16-01-2021, 12:53

როგორც მოგეხსენებათ გადაწყვეტილი ამბავია, რომ ალაბა სეზონის ბოლოს "ბაიერნს" დატოვებს.

გერმანული გუნდი უკვე ეძებს მის შემცვლელს და ერთ-ერთ ვარიანტად "რეალის" 22 წლის მცველი ედერ მილიტაო განიხილება. "ბაიერნს" ბრაზილიელი ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვა სურს, მაგრამ ყიდვაზე თუ ვერ მიაღწიეს გერმანელებმა "რეალთან" შეთანხმებას, მზად არიან იჯარის ვარიანტიც განიხილონ.

მილიტაოს "რეალში" სათამაშო დრო თითქმის არ აქვს, ამიტომ ბრაზილიელის სურვილიცაა ახალი გუნდი მოძებნოს, რადგან სათამაშო პრაქტიკა თუ არ ექნება მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდება.

ფეხბურთელის მიმართ ინტერეს ასევე "იუვენტუსი" , "დორტმუნდი" და "ტოტენჰემი" იჩენენ.





გაზიარება
მოინახულეს 1 159-ჯერ
კომენტარები
რეკლამა