დღის ახალი ამბები

ლაშა ბექაურს და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავებს გაუხსნიან

ლაშა ბექაურს და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავებს გაუხსნიან

ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორ გენო პეტრიაშვილს მათი სახელობის ვარსკვლავებს გაუხსნიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის პალატას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კულტურის პალატასთან არსებულმა კომისიამ გადაწყვეტილება დღეს, 9 აგვისტოს მიიღო.

"ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურსა და ვერცხლის პრიზიორ (ჩვენთვის ეს ოქროა) გენო პეტრიაშვილს გაეხსნას სახელობითი ვარსკვლავები. სახელობითი ვარსკვლავების გახსნის თარიღებს დამატებით გაცნობებთ", — ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კულტურის პალატაში, ასევე, აცხადებენ, რომ კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საჩხერეში ვარსკვლავი უკვე აქვს გახსნილი და შესაბამისად, კომისიას ლაშა ტალახაძისთვის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის საკითხი არ განუხილავს.

წყარო: on.ge





გაზიარება
მოინახულეს 42 517-ჯერ
კომენტარები
რეკლამა