დღის ახალი ამბები

კვარაცხელია "რუბინის" ბაზას ტოვებს - მამისი კი ლონდონში ბინას ეძებს

კვარაცხელია "რუბინის" ბაზას ტოვებს - მამისი კი ლონდონში ბინას ეძებს
20-08-2021, 22:57

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "რუბინის" განაცხადში ვერ მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელია ლონდონში ბინას ეძებს, ასევე ფეხბურთელმა ინსტაგრამზე ჰარი კეინი და ჰენ მინ სონი გამოიწერა.

კვარაცხელიას გარემოცვა "რუბინის" ბაზაზე შენიშნეს, როდესაც ხვიჩა ბაზას ტოვებდა, ისინი ნივთების გადატანაში ეხმარებოდნენ. ქართველი ფეხბურთელის "ტოტენჰემში" ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება.




გაზიარება
მოინახულეს 3 998-ჯერ
კომენტარები
რეკლამა