გვარდიოლას "ბარსელონა" თუ ზიდანის "რეალი"?

ფეხბურთი 18-აგვ, 23:249 Sportnews 5161


პეპ გვარდიოლამ ფეხბურთის ისტორიაში მართლაც გადატრიალება მოახდინა, ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელსაც ძირითადი გუნდი არასდროს გაუწვრთნია პირდაპირ "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ესპანელმა სპეციალისტმა პირველივე სეზონშივე შეძლო ყველა ტიტულის მოგება.

პეპ გვარდიოლას სცენარის გამეორებაა ზიდანის ისტორიაც, ზიზუც მეორე გუნდიდან დაინიშნა პირდაპირ "რეალის" მთავარ მწვრთნელად და ფრანგმაც ისევე როგორც პეპმა ფეხბურთის ისტორია ნამდვილად შეცვალა, ზიზუ გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ამას გარდა ზიდანი ახლოს არის სეზონში ხუთი ტიტული მოიგოს, რაც აქამდე "რეალში" არავის გაუკეთებია.

ზიზუს და პეპის ისტორიები ნამდვილად გავს ერთმანეთს , არც ერთ მათგანს გამოცდილება არ ჰქონდა, როდესაც ასეთი დიდი გუნდების მთავარ სპეციალისტებად დანიშნეს, მაგრამ ორივე მათგანმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. საინტერესოა მათი გუნდების ფეხბურთელების სათითაო შედარება.

ვიქტორ ვალდესი VS კეილორ ნავასი
ერიკ აბიდალი VS მარსელო
პუიოლი VS ვარანე
პიკე VS რამოსი
დანი ალვეში VS კარვახალი
სერხიო ბუსკეცი VS კაზემირო
ხავი VS კროოსი
ინიესტა VS მოდრიჩი
ანრი (მოგვიანებით პედრო) VS ბეილი
ეტოო (მოგვიანებით ვილია) VS რონალდო
მესი VS ბენზემა


პირადად ჩვენ მწვრთნელები, ფეხბურთელები და გუნდები ერთმანეთს სპეციალურად არ შევადარეთ , არჩევანი თქვენთვის მოგვინდია, კომენტარებში დააფიქსირეთ რომელი მწვრთნელი, გუნდი და ფეხბურთელები არიან უკეთესები და რატომ?




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)