ზაფხულის 5 ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი

ფეხბურთი 22-აგვ, 23:369 Sportnews 2502


მიმდინარე ზაფხულს მართლაც ბევრი ხმაურინი ტრანსფერი ვიხილეთ, დამყარდა სატრანსფერო რეკორდიც, როგორც ვარაუდებონ 31 აგვისტომდე კიდევ გველის დიდი ტრანსფერები, მაგრამ ჯერ აწ უკვე განხორციელებულ 5 ყველაზე ხმაურიან ტრანსფერს შემოგთავაზებთ.

5. ალვარო მორატა ("რეალიდან" >> "ჩელსიში")

ესპანელი ფეხბურთელი უკმაყოფილი იყო "სამეფო გუნდში" სათამაშო დროით, ამიტომ მან გუნდის დატოვება და ნაცნობ სპეციალისტთან გადასვლა გადაწყვიტა, ლონდონურმა გუნდმა მორატას სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადა.

4. რომელუ ლუკაკუ ("ევერტონიდან" >> "მანჩესტერში")

ბელგიელმა ფეხბურთელმა "მანჩესტერში" თამაში შთამბეჭდავად დაიწყო, მან თავი "მანჩესტერის" სამივე ოფიციალურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი , "წითელმა ეშმაკებმა" ლუკაკუს სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გადაიხადა.

3. ლეონარდო ბონუჩი ("იუვენტუსიდან" >>> "მილანში")

უდავოდ ბონუჩის გადასვლა "მილანში" წლის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ტრანსფერი იყო, ამ ტრანსფერის შემდეგ იტალიელი მცველი ტურინელი ქომაგებისთვის საძულველი პიროვნება გახდა. "მილანმა" მის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გადაიხადა.

2. ნეიმარი ("ბარსელონადან" >>> "პსჟ-ში")

ამ ტრანსფერზე კიდევ დიდ ხანს ისაუბრებენ, პსჟ-მ სატრანსფერო რეკორდი დაამყარა, რომელიც შესაძლოა კიდევ დიდ ხანს ვერავინ დაამხოს , პარიზულმა გუნდმა ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონი გადაიხადა.

1. პაულინიო ("ევეგრანდედან" >> "ბარსელონაში")

რა თქმა უნდა კომიკურად, ეს ტრანსფერი ჩვენ სიაში პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა, დღემდე ვერავინ ვერ მიხვდა თუ რატომ გადაიხადა კატალონიურმა გუნდმა 40 მილიონი ჩინეთში უკვე ფულის საშოვნელად წასულ 29 წლის ფეხბურთელში.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)