ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ნაკრებში 35 წლის ვარსკვლავი დააბრუნა

ფეხბურთი 25-აგვ, 22:219 Sportnews 4442


ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიენ ლოპეტეგიმ მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის გუნდში 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

ბევრისთვის მოულოდნელად ახალგაზრდა სპეციალისტმა ნაკრებში დავიდ ვილია დააბრუნა, 35 წლის ფეხბურთელი დიდი ხანია უკვე ამერიკაში თამაშობს და მისი ნაკრებში დაბრუნება ნამდვილი სიურპრიზი გახლდათ.

მაგრამ ლოპეტეგის სჯერა, რომ დავიდ ვილია მის ნაკრებს ძალიან სჭირდება და ვეტერან ფეხბურთელს ნაკრების დახმარება შეუძლია.

ესპანეთის ნაკრები სახლში 2 სექტემბერს იტალიას უმასპინძლებს, შემდეგ კი ლიხტენშტეინს დაუპირისპირდება, "ფურია როხას" შემადგენლობა კი ასეთია.

მეკარეები: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერი”, ინგლისი), პეპე რეინა (“ნაპოლი”, იტალია), კეპა არისაბალაგა (“ბილბაო”)

მცველები: სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”, ინგლისი), ჟორდი ალბა (“ბარსელონა”), მარკ ბარტრა (“დორტმუნდი”, გერმანია), სერხიო რამოსი (“რეალი”), ჟერარ პიკე (“ბარსელონა”), დანი კარვახალი (“რეალი”), ნაჩო მონრეალი (“არსენალი”, ინგლისი), ნაჩო (“რეალი”)

ნახევარმცველები: ისკო ალარკონი (“რეალი”), ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”, გერმანია), სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”), სუსო (“მილანი”), დავიდ სილვა (“სიტი”, ინგლისი), საულ ნიგესი (“ატლეტიკო”), კოკე (“ატლეტიკო”)

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (“ჩელსი”, ინგლისი), პედრო (“ჩელსი”, ინგლისი), ვიტოლო (“ატლეტიკო”), დავიდ ვილა (“ნიუ-იორკ სიტი”, აშშ), იაგო ასპასი (“სელტა”), მარკო ასენსიო (“რეალი”), ჟერარ დეულოფეუ (“ბარსელონა”)



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)