ოფიციალურად: გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ევროპაში გააგრძელებს

ფეხბურთი / საქართველო / ტრანსფერები 30-აგვ, 21:439 Sportnews 2187


დღეს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

თბილისის "დინამომ" გიორგი ჩაკვეტაძის ბელგიურ "გენტში" გადასვლა ტრანსფერი დაადასტურა. ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ უცხოეთში გააგრძელებს კარიერას გუნდის კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი - ლუკა ლოჩოშილი.

ორივე მათგანი 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი იყო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. თუმცა, ტრავმის გამო, ტურნირი ლოჩოშვილმა გამოტოვა. ეს უკანასკნელი, უკვე უკრაინაში იმყოფება და კონტრაქტი პოპულარულ კლუბ კიევის "დინამოსთან" გააფორმა. ლუკას ტრავმა აწუხებდა და თბილისში დაწყებულ სარეაბილიტაციო პროცესს კიევში გააგრძელებს.

გიორგი ჩაკვეტაძემ კი, კონტრაქტი ბელგიურ "გენტთან" გააფორმა და გუნდს ახალგაზრდული ნაკრების თამაშის შემდეგ შეუერთდება.

"ჩვენი კლუბი სატრანსფერო სარგებელის გარდა მომავალში ამ ფეხბურთელების გასხვისებიდანაც მიიღებს დივიდენდებს. "დინამო" მადლობას უხდის ლოჩოშვილსა და ჩაკვეტაძეს და იმედოვნებს, რომ ისინი გაამართლებენ მათზე გაცემულ იმედებსა და ავანსებს, რითაც "დინამოს" აკადემიას და მთლიანად ჩვენს ქვეყანას ასახელებენ" - წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (12)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)