დღის ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაურს ოპერაცია ესაჭიროება

ზურაბ ზვიადაურს ოპერაცია ესაჭიროება

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, ბრალდებულს ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობა დაუდგინდა და ხერხემალზე ოპერაცია ესაჭიროება.

ზურაბ ზვიადაურს ასევე ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

მას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლოეს დღეებში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, წინანდალში, 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.
ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წყარო: fortuna.ge/




გაზიარება
მოინახულეს 10 922-ჯერ
კომენტარები
რეკლამა