Image

ახალი დღე, ახალი რეკორდი! - კრიშტიანუ რონალდუ ისტორიის გადაწერას განაგრძობს

ფეხბურთი / ესპანეთი 14-დეკ, 01:159 Sportnews 2267



















კრიშტიანუ რონალდუსთვის 2018 წელი სარეკორდო წელად იქცა, წლევანდელ წელს პორტუგალიელმა არაერთი რეკორდი დაამყარა და თავის მიღწევების გაუმჯობესებასაც განაგრძობს.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში "რეალის" 7 ნომერმა "ალ-ჯაზირას" გაუტანა, რითიც პორტუგალიელს საკლუბო ჩემპიონატის ისტორიაში უკვე 6 გოლი დაუგროვდა და ამ მხრივ რეკორდსმენი გახდა.

აქამდე 5 გოლი პორტუგალიელთან ერთად ერთბაშად სამ ფეხბურთელს : მესის, სუარესს და დელგადოს ჰქონდათ გატანილი.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო გუნდმა" მეტოქე 2-1 დაამარცხა და 16 დეკემბერს აღნიშნული ტურნირის ფინალში იასპარეზებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა