დღის ახალი ამბები

ჰაკუჰომ იაპონიის მოქალაქეობა მიიღო - მისი მომავალი პროფესია ცნობილია

ჰაკუჰომ იაპონიის მოქალაქეობა მიიღო - მისი მომავალი პროფესია ცნობილია

სუმოს ლეგენდა ჰაკუჰო კარიერას ასრულებს. BBC-ს ინფორმაციით, სუმოში ათასზე მეტი გამარჯვებისა და უამრავი ტიტულის შემდეგ, ჰაკუჰო დიდ სპორტს ემშვიდობება.

36 წლის სუმოისტს მარჯვენა მუხლზე ტრავმა აწუხებდა და რამდენიმე ტურნირის გამოტოვებაც მოუხდა. სუმოს ასოციაციამ ჰაკუჰო გააფრთხილა, რომ ტურნირების გამოტოვების შემთხვევაში მას კარიერის დასრულება მოუწევდა. წელს ივლისში სუმოისტმა 45-ე ბაშო მოიგო, რის შემდეგაც იაპონურ მედიას განუცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.

ჰაკუჰომ წელს იაპონიის მოქალაქეობა მიიღო და ახლა მას უფლება აქვს, რომ სუმოისტთა კლუბის მმართველი და მწვრთნელი გახდეს.

მონღოლმა სუმოისტმა კარიერა 2001 წელს დაიწყო და 2007 წელს იოკოძუნა გახდა. სუმოში ახლა მხოლოდ ერთი მოქმედი იოკოძუნაღა დარჩა და ეს კაკურიუა.





გაზიარება
მოინახულეს 1 541-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. რატომ არ ასრულებს ტოჩინოშინი კარიერას ? - ნახეთ ქართველი სუმოისტის განმარტება
  4. იოკოძუნა კაკურიუმ კარიერა დაასრულა - რა გახდა ამის მიზეზი ?
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა