27 წლის ქართველი მოჭიდავე, აჭარაბეთის საპატიო ელჩი გენო პეტრიაშვილი (125კგ.) ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 27 წლის ქართველი მოჭიდავე, აჭარაბეთის საპატიო ელჩი გენო პეტრიაშვილი (125კგ.) ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარაბეთში ავრცელებენ.
პრესსამსახურის ცნობით, პეტრიაშვილმა ფინალში ირანელ მძიმე წონოსან ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან პირველი 2 ქულა აიღო, თუმცა, შემდეგ მეტოქის უპირატესობა აშკარა გახდა და საბოლოო ანგარიში 9:2 დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ზარემ ნახევარფინალში 4:0 მოუგო ოლიმპიურ, მსოფლიოს 2 გზისა და ევროპის 8-გზის ჩემპიონ ტაჰა აკგულს (თურქეთი), რომელიც ძველ დიდებას ნელ-ნელა კარგავს.
„ჩემთვის ყველა მედალი წარმატებასთან არის ასოცირებული, წარმატებისთვის ბევრი შრომა მაქვს გაწეული , მაგრამ წინ კიდევ მეტი შრომა მელის, რათა უფრო მეტ წარმატებას და წინსვლას მივაღწიო”, - განაცხადა გენომ.
გენო პეტრიაშვილის პირველი კომენტარი ზედიზედ ორი ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ
გაზიარება
მოინახულეს 1 043-ჯერ
კომენტარები
28-03-2024 09:00
0
მადლობა ბიჭებს, რომ ჩვენი თაობის ოცნებაც შეგვისრულეს - თემურ ქეცბაია პირდაპირ ეთერში ატირდა (ვიდეო)
ვრცლად
28-03-2024 08:46
112
საქართველომ საბერძნეთი თექვსმეტრიანების სერიაში დაამარცხა - ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებს იპყრობს
ვრცლად
28-03-2024 08:09
63
სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს ნაკრების ევროპაზე გასვლა მიულოცა ( + ფოტო )
ვრცლად
27-03-2024 12:25
1 647
„პენალტების სერია, როგორც წესი, უფრო სუსტი გუნდის სასარგებლოდ მუშაობს“ - ბერძნული მედია
ვრცლად