მილიტო: "პეპის მხარდაჭერა გადამწყვეტია"

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 18-იან, 15:229 Ditinho 1669


იმ დღეს როდესაც გაბი მილიტომ გადაწყვიტა "ბარსაში" დარჩენილიყო მან ინტერვიუ მისცა პრესას.
"მე დამჭირდა რამოდენიმე დღე, რომ სიტუაციას გავცნობოდი და გადაწყვეტილება მიმეღო. მივხდი,რომ ამ მომენტში წასვლა არ ღირდა. მთავარი როლი კი მწვრთნელის მხრიდან მხარდაჭერამ ითამაშა."
მილიტომ მადლობა გადაუხადა, პეპს და აღნიშნა: "არსებობს ერთი რამ მადლიერების გრძნობა. მე მინდა მადლობა გადავუხადო პეპს ყველაფრისთვის, ის რთულ მომენტებში ყოველთვის გვერდში მედგა. გარდა ამისა მე დიდი ხანია ჩემს თანაგუნდელებთან თამაში მსიამოვნებს. საუკეთესო გადაწყვეტილება იყო დარჩენა და მეთამაშა იქ სადაც მე ვჭირდები.
მცველი დიდ იმედებს ამყარებს მომავალზე : "ერთადერთი რაც მაფიქრებდა იყო თამაშის წყურვილი. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე."
მილიტო ასევე თვლის, რომ : "ამ რაოდენობის ქულების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ შესანიშნავი თამაშით. აუცილებელია ტემპის შენარჩუნება, მაგრამ ჩვენი ვარჯიშის შემყურე ამ მხრივ მშვიდად ვარ."
მცველი არ ფიქრობს, რომ "რეალთან" 4 ქულიანი უპირატესობა გადამწყვეტია: "წინ კიდევ უამრავი მატჩი გველის, ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ქულები არ უნდა დავკარგოთ. არ უნდა დავხარჯოთ დრო მოწინააღმდეგეზე ფიქრით, უნდა ვიფიქროთ ჩვენ თავზე."




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)