დღის ახალი ამბები

ვინ არის 27 წლის ქართველი ფერხბურთელი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა – ახლახანს ძალიან სამწუხარო ამბავი გავრცელდა

ვინ არის 27 წლის ქართველი ფერხბურთელი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა – ახლახანს ძალიან სამწუხარო ამბავი გავრცელდა
6-01-2022, 07:07

27 წლის ასაკში ოზურგეთის „მერცხალის” ყოფილი მეკარე ლევან კალაჯიშვილი გარდაიცვალა.
მას, მძიმე სენის დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაუსვეს, დაიგეგმა ოპერაციაც, თუმცა მდგომარეობა მალე დამძიმდა, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ფეხბურთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ფეხბურთელის თანაკლასელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„არ მჯერა ამის გააზრება რომ მიწევს ….
ერთ მერხთან ვისხედით ბევრი წელი, ერთი აზრები გვქონდა, ერთი ურთიერთობა რომელიც არცერთ სხვას არ ჰგავდა, უამრავი ლამაზი მოგონება მაკავშირებს შენთან, მე 6 კლასში ვიყავით სპექტაკლი დავდგით „მე ვხედავ მზეს“ მე ხატია ვიყავი შენ სოსოია … იმ დღის მერე ასე მივმართავდით ერთმანეთს ჩემო ხატია, ჩემო სოსოია…
ხოდა ჩემო სოსოია შენ ახლა ახლოს ხარ მზესთან და ახლა ნამდვილად ხედავ მას, შენ შენი მზე გულით დაგქონდა ყოველთვის… ახლა მისი ჯერია მან უნდა გაგათბოს და განახოს სინათლის სხივი…. მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ.
შენ ხარ მზე … მზე რომელიც არ ამოვიდა…… ჩვენი მეგობრობა მზის ფერია… სამუდამოდ“, – წერს ძალიან ემოციურ პოსტს, გარდაცვლილი ფეხბურთელის თანაკლასელი სოციალურ ქსელში.




გაზიარება
მოინახულეს 2 723-ჯერ
კომენტარები
რეკლამა