დღის ახალი ამბები

როგორ გამოეხმაურა ხაბიბ ნურმაგომედოვი ილია თოფურიას ამბავს

როგორ გამოეხმაურა ხაბიბ ნურმაგომედოვი ილია თოფურიას ამბავს

ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას UFC 270-ზე რუსი მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, თუმცა მათი ბრძოლა ჩაიშალა, რადგანაც მოვსარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ილიას მეტოქე მალევე გამოუჩნდა, ევლოევი კანადელმა შარლ ჟურდენმა ჩაანაცვლა, თუმცა ეს ბრძოლაც ჩაიშალა, რადგანაც ილიას  წონის კლების პროცესში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. თოფურია ექიმების რეკომენდაციით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბოლო ინფორმაციით თავს კარგად გრძნობს

ევლოევის ბრძოლიდან ჩახსნის შემდეგ, თოფურიამ ტვიტერში ვიდეომიმართვა გაავრცელა და რუს მებრძოლს დასცინა. როგორც ილიამ აღნიშნა, ის აპირებდა, რომ ოქტაგონზე ევლოევისთვის თავი მოეძრო.

თოფურიასა და ჟურდენის ბრძოლის გაუქმებას UFC-ს ლეგენდა ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოეხმაურა. მან ინსტაგრამის გვერდზე Redfurymma_official-ზე კომენტარი დატოვა, სადაც დაწერა, რომ ახლა მოვსარ ევლოევის დრო იყო. 'მოვსარ, ახლა შენი ჯერია', - წერს ხაბიბი. ნურმაგომედოვმა ამით ევლოევს უთხრა, რომ იმ ვიდეოსთვის პასუხი გაეცა, რომელიც თოფურიამ გაავრცელა.





გაზიარება
მოინახულეს 4 274-ჯერ
კომენტარები
რეკლამა